ქარელში ჩხუბის დროს დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა

ქარელში ჩხუბის დროს დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომელიც ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, ქარელში ჩხუბის დროს დაჭრეს, გუშინ გარდაიცვალა. ნიკა კ. ქარელის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მას დანით მრავლობითი ჭრილობები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღამით მიაყენეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი, თბილისში მცხოვრები 19 წლის ახალგაზრდა ინციდენტის ღამესვე დააკავა.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების ოფიციალური მიზეზი უცნობია. 16 წლის მოზარდი ჯერ ქარელის საავადმყოფოში, შემდეგ კი, თბილისში ჰყავდათ გადაყვანილი.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა