ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ ნანა გიგლემიანის საქმეზე, მძღოლი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. დააკავეს. ბრალდებულის თანასოფლელები ამბობენ, რომ გიორგი უდანაშაულოა და ისინი გამოძიებას არ ენდობიან.
"გიორგი უდანაშაულოა, ღუპავენ ახალგაზრდა კაცს. პატიოსანი ოჯახი ყავს, არაჩვეულებრივი მამა და დედა. რამდენიმე წლის წინ და გარდაეცვალა. ოჯახი დიდ ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება. გიორგის სოფელი გვერდით დაუდგება. ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას. დაისაჯოს ნამდვილი მკვლელი", - განაცხადა დაკავებულის ახლობელმა ნანა ლოსაბერიძემ.
შეგახსენებთ, 19 წლის ნანა გიგლემიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებულის მორიგი სასამართლო პროცესი 8 მარტს გაიმართება. გარდაცვლილის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს, მათ საქმის ობიექტურად გამოძების მოთხოვნით, არაერთი საპროტესტო აქციაც გამართეს.
წყარო: kutaisitoday.com