ახალციხის ციხის გიდი: "ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ"

ახალციხის ციხის გიდი: "ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ"

ახალციხის ციხეში მომუშავე გიდები დატვირთულ სამუშაოსა და შეუსაბამო ანაზღაურებაზე საუბრობენ. როგორც გიდები ამბობენ, დღეში რამდენიმე ექსკურსიას უძღვებიან, მთელ დღეს ღია ცის ქვეშ, წვიმაში, თოვლში ატარებენ, ანაზღაურება კი 320 ლარი აქვთ. გარდა ამისა, ვინაიდან ხელშეკრულებით მუშაობენ, მუდმივად გათავისუფლებით ემუქრებიან.

"ყოველი წლის ბოლოს, რაც ეს ციხე არსებობს, ფაქტობრივად ტერორის ქვეშ ვართ, რომ შეგამცირებთ, წახვალთ, შტატში არ ხართ და ხელშეკრულებით ხართო. თქვენ არ ხართ საჭირო ზამთრის განმავლობაში და უნდა წახვიდეთო. ეს არის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ხორციელდება გიდებზე", - ამბობს ახალციხის ციხის გიდი დალი გოგოლაძე.

დაბალ ანაზღაურებაში ციხის ადმინისტრაცია პრობლემას ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ გიდების ანაზღაურება სეზონური უნდა იყოს. ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ილია სიდამონიძე ამბობს, რომ ციხეს ყველა სეზონზე ამდენი გიდი არ სჭირდება. მისივე განმარტებით, კადრები გაბერილია და საჭიროა დაითვალოს, რამდენი თანამშრომელი სჭირდება ციხეს რეალურად. ამასთან, მომავალშიც თანამშრომლებს სეზონურად ხელშეკრულებით აიყვანენ.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა