ქალბატონი სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ არც მიზეზი უთქვამთ და არც ბრძანება დაწერილა

ქალბატონი სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ არც მიზეზი უთქვამთ და არც ბრძანება დაწერილა

ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყოფილი ოპერატორი სამსახურიდან ისე გაათავისუფლეს, რომ მიზეზი არ უთქვამთ. არც ბრძანება დაწერილა. ნათელა ვახტანგიშვილმა რამდენჯერმე სცადა სამსახურის ხელმძღვანელისთვის წერილობით მიემართა, რათა გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი გაეგო, თუმცა სამსახურის კანცელარია მის წერილს არ იბარებს.

როგორც რადიო "ჰერეთს" ვახტანგიშვილმა განუცხადა, სახანძრო სამსახურის უფროსმა დავით ხაჩიძემ ის პირადი ინტერესების გამო გაათავისუფლა და მის ადგილზე სხვა თანამშრომელი დანიშნა. ნათელა ვახტანგიშვილი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსის მერაბ შათირიშვილის მეუღლეა, რომელიც თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გაუშვეს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა