"35 თეთრიან სუპს ნისიად ვიღებ ხოლმე და იმას ვჭამთ, ახლა ეგეც არ გვაქვს"

"35 თეთრიან სუპს ნისიად ვიღებ ხოლმე და იმას ვჭამთ, ახლა ეგეც არ გვაქვს"

"ახლა სუპის გასაკეთებლადაც კი არაფერი გვაქვს, რით გავაკეთო? მაღაზიაში 35 თეთრიან ერთჯერად სუპებს ნისიად ვიღებ ხოლმე და იმას ვჭამთ", - ამბობს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები მარიამ ფილაური, რომლის ოთხსულიან ოჯახს სიღატაკის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა.

ფილაურების საცხოვრებელი სახლი ავარიულია. კედლები დაბზარულია, ფანჯრები კი პოლიეთილენის პარკებითაა ამოქოლილი. მარიამ ფილაური სახლში შვილთან, 17 წლის შვილიშვილთან და 85 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის ორ წევრს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თუმცა უსახსრობის გამო მკურნალობას ვერ ახერხებენ.

"ზოგან მუთაქები ჩავალაგეთ, ქარი შემოდის და გვცივა. ორი ლოგინი გვაქვს და ორ-ორნი ვწევართ. მეეზოვედ ვმუშაობ, ხელფასს 208 ლარს ვიღებ და სულ სესხში მიდის. 6 შვილიშვილი მყავს. აქ იყვნენ და ბავშვები მშივრები რომ არ დახოცილიყვნენ, სესხი ავიღე", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მარიამ ფილაურმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა