"ქუთაისელი ქალბატონები" - გამოფენა, რომელსაც ანალოგი არ აქვს

"ქუთაისელი ქალბატონები" - გამოფენა, რომელსაც ანალოგი არ აქვს

"ქუთაისელი ქალბატონები" - ასე ქვია გამოფენას, რომელიც TBC ბანკის საგამოფენო დარბაზში, ფოტო-კინო მატეანის მუზეუმმა, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალბატონების ფოტოები. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გამოფენის მიზანი მომავალი თაობის ინფორმირებაა, თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები. აქვე აღნიშნავენ, რომ ამ გამოფენას საქართველოში ანალოგი არ აქვს.

"გამოფენაზე უცნობი ქალბატონების ფოტოებია წარმოდგენილი, თუმცა მასზე ცნობილი ფოტოგრაფები მუშაობდნენ, მაგალითად, ალექსანდრე მიხაელოვი, კაჩუხაშვილი, რუსაძე, ცხომელიძე და ა.შ. მათ მთელი ეპოქა შექმნეს მხატვრული შემოქმედებით. ჩამოთვლილთაგან აღსანიშნავია ყველაზე ცნობილი ალექსანდრე მიხაელოვი, რომელიც პირველი ფოტოხელოვანი იყო დასავლეთ საქართველოში. მასალა მთელი 15 წლის განმავლობაში გროვდებოდა", - განაცხადა ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის მთავარმა სპეციალისტმა ნანა ჭეიშვილმა.

მისი თქმით, გამოფენაზე სტუმრად ფოტოხელოვანის, ალექსანდრე მიხაელოვის შვილთაშვილი იმყოფებოდა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა