ოზურგეთში ნადირმა ოთხი ძროხა დაგლიჯა

ოზურგეთში ნადირმა ოთხი ძროხა დაგლიჯა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქაქუთსა და ჭანიეთში გაურკვეველი სახეობის ნადირმა ოთხი ძროხა დაგლიჯა. პირუტყვების მეპატრონეებმა ძროხები ან დაგლეჯილი ნახეს ან დასახიჩრებული, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოზურგეთის რაიონში დათვის მიერ ცხოველების დაგლეჯის ფაქტები გასულ წელსაც დაფიქსირდა, მაშინ სოფლის გამგებელმა და რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს.

"შემაშფოთებელი ფაქტები მოხდა, ოჯახის მარჩენალი ძროხები ზედიზედ დაგლიჯა ნადირმა. თუმცა, რა იყო ეს, მგელი, დათვი თუ დამშეული ტურების ხროვა, არავინ იცის. აუცილებლად მივმართავ განცხადებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რათა გარემოს დაცვის სამინისტროს შეატყობინონ, რომ ღონისძიება გატარდეს" - ამბობს გამგებლის წარმომადგენელი ჭანიეთში, მერაბ ბერაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა