სვირი-ტატანისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. სამგზავრო ავტობუსი ახალციხის მიმართულებით მიდიოდა, როცა ტექნიკური პრობლემები შეექმნა და გადაბრუნდა. ავატოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.
როგორც ისინი "მეცხრე არხთან" განმარტავენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შესაბამისად მგზავრებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა აუცილებელი არ გახდა. სამგზავრო ავტობუსში 10-მდე მგზავრი იმოფებოდა.
წყარო: 9arkhi.wordpress.com