10 წელი ეტლის იმედად - სოფელ გუმბრაში მერაბ ქაშიბაძეს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს

10 წელი ეტლის იმედად - სოფელ გუმბრაში მერაბ ქაშიბაძეს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში მცხოვრებ მერაბ ქაშიბაძეს ათი წელია დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ქვედა კიდურების დამბლა, ხერხემლის პირველი და მე-12 მალების მოტეხილობის დიაგნოზი პაციენტს მედიკოსებმა მაშინ დაუსვეს, როცა ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.

ოჯახს მცირე შემოსავლისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ავადმყოფისათვის სპეციალური საწოლისა და ინვალიდის ეტლის შეძენის საშუალება არა აქვს. უსახსრობის გამო ის ვერც მკურნალობის გაგრძელებასა და ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთებას ახერხებს.

ქაშიბაძეების ოჯახში იმედოვნებენ, რომ გამოჩნდებიან გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც მერაბ ქაშიბაძისთვის დახმარების გაწევასა და მისი გაუსაძლისი ყოფის შემსუბუქებას შეძლებენ.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა