კვების 10 წესი, რომელიც ყველა ევროპელმა ბავშვმა იცის

კვების 10 წესი, რომელიც ყველა ევროპელმა ბავშვმა იცის

რა არის სასარგებლო კვება და რატომ არის ეს საჭირო? - ბავშვისთვის ამის ახსნა რთულია. კიდევ უფრო რთულია, რომ დაარწმუნო ამაში. ამიტომ ჯობია, ჩვევების სახით გამოუმუშავოთ მიდრეკილება ჯანსაღი საკვებისადმი. ეს ჩვევები მომავალში მას დიდ სამსახურს გაუწევს. გთავაზობთ კვების 10 წესს, რომელსაც თითქმის ყველა ევროპელი იცავს, მითუმეტეს - ბავშვები.

1. ჭამეთ დღეში 3-ჯერ

როცა ბავშვი დღეში 3-4-ჯერ მიირთმევს, თან ჭამათა შორის შუალედებში არ იცმუცნება, ყოველთვის მადიანად და უპრობლემოდ ჭამს. კვების პროცესი სასურველი და სასიამოვნო მომენტია, თუნდაც კერძი დიდად არ მოეწონოს.

2. მიირთვით ძირითადად ნატურალური პროდუქტი

ბავშვის კვებისთვის ყოველთვის ნატურალური საკვები შეარჩიეთ. ნაკლები კონსერვანტები, რაფინირებული ცხიმითა და შაქრით გაჯერებული ნაწარმი. თითო ტრაპეზი პირველი და მეორე თავის კერძისგან უნდა შედგებოდეს. ამას დესერტიც ემატება.

3. დალიეთ ბევრი წყალი

ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის წყალი აუცილებელია. ამაში არ იგულისხმება წვენები და გაზიანი სასმელები. ჭამათა შორის შუალედებში ბავშვმა საკმაო რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს.

4. ჭამეთ აუცილებლად მაგიდასთან

არავითარი სიარულით ჭამა, სიჩქარე, ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ კვება. მიაჩვიეთ ბავშვი მადიდასთან ჯდომას, რომლის დროსაც მხოლოდ საკვებზე იქნება კონცენტრირებული. ესაუბრეთ საკვების მნიშვნელობაზე და ასწავლეთ, რომ იგრძნოს საკუთარი სხეულის მოთხოვნილებები.

5. ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს

ძირითადი საკვები სადილად უნდა მიირთვათ, ვახშამი კი წახემსებას უნდა ჰგავდეს. ბოსტნეულის კერძები, მაკარონი, უხორცო სუპი, ხილი. მსუბუქად ნავახშმევი ბავშვი უკეთ იძინებს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს