თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერი დააკავეს

თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერი დააკავეს

გორის კეთილმოწყობის სამსახურის მენეჯერს სოლომონ გიგაურს თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ მიმართა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქმე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი (მუშების) კუთვნილი თანხების დაუფლებას ან მოტყუებით ქონებრივი უფლების მიღებას ეხება. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლით კვალიფიცირდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურა დეტალებს არ ახმაურებს.

შპს "კეთილმოწყობის" სამსახური 2014 წლის შემოდგომამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში იყო. 2014 წლის დეკემბრიდან ის გაუქმდა და მის ნაცვლად აიპი (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) ჩამოყალიბდა, რომელიც გორის მერიას დაექვემდებარა. ახლადჩამოყალიბებულ აიპიში, "კეთილმოწყობის" სამსახურთან ერთად, გამწვანების სამსახურიც შევიდა. გამოძიება სწორედ "აიპამდე" არსებულ პერიოდს სწავლობს.

შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური დოკუმენტაცია 2015 წლის იანვარს, სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნის დადების შემდეგ გაითხოვა. სახელმწიფო აუდიტმა კი, გამგეობის ფინანსური საქმიანობა 2012-2013 წლების ფარგლებში შეისწავლა. აუდიტის დასკვნაში "კეთილმოწყობის" სამსახურის საქმიანობის ხარვეზებიც ფიგურირებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა