ზიარი-არაშენდას ჩანგრეული გზა - კატასტროფის რეალური საფრთხე

ზიარი-არაშენდას ჩანგრეული გზა - კატასტროფის რეალური საფრთხე

ზიარი-არაშენდას დამაკავშირებელი გზის ერთი მონაკვეთი ინგრევა და ასფალტის საფარი ნაწილ-ნაწილ ხევისკენ მიიწევს. არსებული მონაკვეთი დამეწყრილია, სიტუაციას ბოლო დროს გახშირებული ნალექი კიდევ უფრო ამწვავებს. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ასფალტის მხოლოდ კიდე იყო ჩანგრეული, ახლა კი გზა ისე დავიწროვდა, რომ ავტომობილის ხევში გადაჩეხვის საფრთხე იზრდება.

"ეგ გზა თუ არ გაკეთდება, შეიძლება ვიღაც ”ხამი” კაცი ღამე მიდიოდეს, რომელიც ამ გზაზე არ არის ნამყოფი და ხრამში გადავარდეს. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება, სანამ სიტუაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - ამბობს ჩუმლაყელი ტაქსის მძღოლი.

გურჯაანელი გია ქიტიაშვილის თქმით კი, ეს მონაკვეთი სახიფათოა, როგორც მძღოლებისთვის, ისე მგზავრებისთვისაც. "ფული არის თუ არა, რაიონის ბიუჯეტიდან სასწრაფოდ უნდა გამოიყოს თანხა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვინაიდან, უარეს შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს, უკეთეს შემთხვევაში კი მანქანები დაიმტვრას" , - ამბობს ქიტიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა