ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "სარვამარტო" სტატია მამაკაცებისთვის

ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "სარვამარტო" სტატია მამაკაცებისთვის

ალბათ, ამაოდ არ არსებობს გამონათქვამი - "ქალის ხასიათი მარტის ამინდივით ჭირვეული, ცვალებადი და არაპროგნოზირებადიაო". მართლაც, სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად გამოირჩევიან პრეტენზიულობით, რითაც თავგზას ურევენ მამაკაცებს, რომელთაც თავის მხრივ ნებისმიერ საკითხში სწორხაზოვანი მიდგომა და კონკრეტიკა ურჩევნიათ სხვადასხვა სახის რებუსებს.

ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ოთხ ფსიქოტიპად იყოფიან, ემოციურები - წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები, ცვალებადები - ჰაერის სტიქია: ტყუპი, სასწორი, მერწყული, სტაბილურები - მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა და ფეთქებადი - ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. მართალია, ამ ოთხ ფსიქოტიპს თავის მხრივ, კიდევ გააჩნია კონკრეტული ასტროლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ ეს სტატია, რომელიც არსებითად მამაკაცებს ეძღვნებათ, როგორც სუსტი სქესის ფსიქოლოგიაში უკეთ გარკვევის თავისებური ინსტრუქცია; ამჯერად მარტივი დახასიათებებით შემოიფარგლება. მამაკაცებს ხომ ასეც მოსწონთ ახსნა - მარტივად, სწორხაზოვნად და საქმესთან ახლოს.

მაშ ასე, თუკი ცხოვრებას ცეცხლოვან ქალს უკავშირებთ ან უბრალოდ გულში ჩაგივარდათ იგი, - ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის შესახებ ვსაუბრობთ; - უნდა იცოდეთ, რომ ასეთი ქალები ამბიციურები, ფეთქებადები და ტემპერამენტიანები არიან. ღალატს ძნელად ან საერთოდ არ პატიობენ და არც მარტოდ დარჩენის შიში სტანჯავთ, მათთვის დამახასიათებელი შარმისა და ქარიზმის გამო ცეცხლოვანი გოგოები არასოდეს რჩებიან ძლიერი სქესის ყურადღების გარეშე. სხვა საქმეა, თავად მათ რამდენად სურთ და უნდათ ეს.

ზოდიაქოს ეს ტრიადა ხშირად ირჩევს კარიერას და ოჯახს შორის პირველს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქალებს ოჯახის შექმნა არ სურთ, უბრალოდ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მათთვის პროფესიონალური ზრდა უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ მამაკაცებო, ეს ნიუანსი კარგად გაითვალისწინეთ და ნუ ეცდებით ცეცხლოვანი ქალის ტიპურ მეოჯახედ გადაკვალიფიცირებას განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს