პროსტატიტის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ და წერენ. მიუხედავად ამისა, მამაკაცთა უმრავლესობას სათანადოდ მაინც არ ესმის ამ დაავადების არსი, ამიტომ კიდევ ერთხელ ვეცდებით, დავამსხვრიოთ ყველაზე გავრცელებული მითები პროსტატიტის შესახებ.
პროსტატიტი დაავადება როდია - ეს ბიოლოგიური სიბერის ნიშანია, შესაბამისად, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის
სინამდვილეში პროსტატიტი სულაც არ არის ბიოლოგიური სიბერის ნიშანი. რაც შეეხება საფრთხეს, იგი მხოლოდ შარდვის დროს ტკივილსა და წვას კი არ იწვევს, არამედ ინტიმური სფეროს პრობლემებსაც უდებს სათავეს - ერექციის დარღვევას, ნაადრევ ეაკულაციას და ორგაზმის თანმხლებ ტკივილს. არც ვეზიკულიტი და ეპიდიდიმოორქიტია გამორიცხული - პირველი სათესლე ბუშტუკების ანთებაა, მეორე კი სათესლეებისა და მათი დანამატების ანთება, რასაც საბოლოოდ უნაყოფობამდე და იმპოტენციამდე მივყავართ.
პროსტატიტს ბაქტერიები იწვევს, ამიტომ მკურნალობაც ანტიბიოტიკებით უნდა ჩატარდეს
წინათ პროსტატიტს ნამდვილად ინფექციურ დაავადებად მიიჩნევდნენ და ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ. მათ იყენებენ დღესაც, თუმცა იშვიათად - დამტკიცებულია, რომ ბაქტერიული პროსტატიტი შემთხვევათა მხოლოდ 10%-ს შეადგენს; 90%-ში მიზეზი სხვაა და იქ ანტიბიოტიკოთერაპია სულაც არ არის საჭირო.
პროსტატიტს ყოველთვის ახასიათებს სქესობრივი აქტისა და შარდვის თანმხლები ტკივილი
სინამდვილეში შარდვის დროს ტკივილს პაციენტთა მხოლოდ ნახევარი უჩივის, სქესობრივი აქტის დროს ტკივილს კი გაცილებით ნაკლები - 5-10%. დანარჩენი პაციენტები არც კი ეჭვობენ, რომ პროსტატიტი აქვთ, რადგან არსებობს ამ დაავადების ქვემწვავე, ქრონიკული, უსიმპტომო ფორმებიც. პროსტატიტი იწვევს ნაადრევ ეაკულაციას და ერექციის დარღვევასაც, ამიტომ მამაკაცები ხშირად იწყებენ მკურნალობას პოტენციის გასაუმჯობესებელი პრეპარატებით, მაშინ როდესაც უპირველესად წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა და მისი მკურნალობაა საჭირო.
იხილეთ გაგრძელება