ყველაზე წარმატებული ბიზნეს-ქალბატონები ისტორიაში

ყველაზე წარმატებული ბიზნეს-ქალბატონები ისტორიაში

"ფორბსის" ბოლო რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში მილიარდერი ქალების რაოდენობა 25-ით გაიზარდა.

მსოფლიოში სულ უფრო მეტად მატულობს ბიზნესში წარმატებული და მილიარდერი ქალების რიცხვი. "ფორბსის" ბოლო რეიტინგის თანახმად, მსოფლიოში მილიარდერი ქალების რაოდენობა 25-ით გაიზარდა. ამერიკული გამოცემის მონაცემებით, პლანეტის 1 826 ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 197 ქალბატონია.

"ფორბსის" 2015 წლის მილიარდერების რეიტინგში ქალებს შორის პირველ ადგილს Wal-Mart-ის მფლობელი კრისტი უილტონი იკავებს, რომლის ქონებაც 41,7 მილიარდი დოლარია. ამერიკელ ქალბატონს მოსდევს 92 წლის ლილიან ბეტანკური - "ლორეალის" მფლობელის ქონება 40,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, მესამე ადგილზე კი ისევ Wal-Mart-ის ოჯახის წარმომადგენელი იკავებს - ელის უოლტონი 39,4 მილიარდი დოლარის მფლობელია.

მსოფლიოს ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან ახსოვს ბიზნესში წარმატებული ქალები, რომელთაც საკუთარი ბიზნესი როგორც იტყვიან , ნულიდან დაიწყეს.

ესტე ლაუდერი

ნიუ იორკის მიწურებში დაბადებული ესტე ლაუდერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს პერსონაა. თუმცა, კოსმეტიკური იმპერიის შექმნამდე მან გრძელი გზა განვლო, რომელიც სახლის ნატურალური კრემების გაყიდვით დაიწყო. ესტე ლაუდერი პირველი გახდა, ვინც მომხმარებელს უფასო ტესტერები და შეძენილი ნივთის სანაცვლოდ სიმბოლური საჩუქრები შესთავაზა.

წარმატების საიდუმლო: პაპის, ჯონ ლაუდერის რეცეპტით შექმნილი ანტიასაკობრივი კოსმეტიკა და წარმატებული სარეკლამო სტრატეგია.

ბიზნეს-პრინციპი: როგორც კი ზურგს შეაქცევთ მომხმარებელს, თქვენს მას სამუდამოდ დაკარგავთ.

ლაუდერის ცნობილი სარეკლამო ლოზუნგი: "მე თქვენს მხარეს ვარ, დრო კი - არა".

ჰელენა რუბინშტეინი

პოლონეთში დაბადებულმა გოგონა სამედიცინო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ავსტრალიაში გადაბარგდა სადაც ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენებით სახის კრემების დამზადება დაიწყო. მალე ჰელენამ წარმატებით დაიწყო კარპატის მთების ბალახის შემცველი კრემების გაყიდვა. დღეს Helena Rubinstein-ის ხაზი "ლორეალის" მფლობელობაშია, მისი საშუალებები კი მსოფლიოს 50 ქვეყანაში იყიდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს