როგორ გავხდეთ მილიარდერი - მარტივი წესები ბრაზილიიდან

როგორ გავხდეთ მილიარდერი - მარტივი წესები ბრაზილიიდან

აიკ ბატისტა ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანია, კარგა ხანს "ფორბსის" სიაში სოლიდური პოზიცია ეკავა 30 მლრდ დოლარის ოდენობის ქონებით. მართალია, შარშანდელი წელი მისთვის შედარებით წამგებიანი იყო, მაგრამ წელს კვლავ წარმატებით აგრძელებს სვლას და 1,7 მლრდ დოლარით იმყარებს პოზიციას მილიარდერთა რეიტინგში.

აიკ ბატისტა 1956 წელს დაიბადა ბრაზილიის სამთო საბადოებისა და ენერგეტიკის მინისტრ ელიეზერ ბატისტა სილვას ოჯახში. თავისი გზაც სამთო მრეწველობას დაუკავშირა. თუმცა, მანამდე უნივერსიტეტი მიატოვა და ოქროს მომპოვებლებს შეუერთდა, როგორც ჩეულებრივი მუშა.

ოქროს მოპოვებისას ნაშოვნი ფული სხვადასხვა საბადოში დააბანდა, მერე მიჰყო ხელი ნავთობისა და გაზის მოპოვებას, ოქროთი და ალმასით ვაჭრობას. დიდი ფულიც დააგროვა და ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.

აიკ ბატისტას მარტივი წესები - როგორ გავხდეთ მილიარდერი

1. ვერავინ იქნება ბედნიერი სიმარტოვეში. გაუზიარეთ სხვებს გამოცდილება.

2. ნამდვილად მაშინ იზრდებით, როცა პირისპირ ეგებებით პრობლემებს. კარგ მეწარმეს უნდა შეეძლოს განვითარება მარცხის დროსაც კი.

3. კარგი გამყიდველი ყოველთვის კარგი მსმენელია.

4. გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ თავში, თამამად ვერ შეხედავთ თვალებში თანამშრომლებს და, მით უმეტეს, კონკურენტებს.

5. ნუ დანებდებით პირველივე მარცხისას. ენდეთ ინტუიციას, მაგრამ, იმავდროულად, რეალისტი იყავით, ყურადღება მიაქციეთ კვლევებსა და გამოკითხვებს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს