"დიღმის ტრასის პირზე დადგებოდა ნაბადში და ბოხოხში გადაცმული ნაციონალი, კომბლით ხელში" - ხაჩიძე ინაშვილს ჩაშლილ გეგმაზე "სიმართლეს" უმხელს

"დიღმის ტრასის პირზე დადგებოდა ნაბადში და ბოხოხში გადაცმული ნაციონალი, კომბლით ხელში" - ხაჩიძე ინაშვილს ჩაშლილ გეგმაზე "სიმართლეს" უმხელს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "იმედის კვირაში" ირმა ინაშვილის მიერ გაკეთებულ განცახდებებს ეხმაურება:

"გავიშიფრეთ ნაციონალებო!...

ვიღაცამ გაგვყიდა და ჩვენი გეგმები ჩაუკაკლა ირმა ინაშვილს.

ციხეში მყოფი ჩვენი პატიმრებიდან ერთ-ერთი რომ უნდა მოვწამლოთ, ეგ უკვე გამჟღავნდა.

გიორგი კანდელაკზე თავდასხმას რომ ვაპირებთ, ეგეც იციან.

დიღმის ტრასაზე, ირმა ინაშვილისთვის ავტოკატასტროფის მოწყობას რომ ვაპირებდით, დასამალი აღარაა.

რადგან ყველაფერი იციან და გეგმა ჩაიშალა, მინდა სრული სიმართლე გავანდო საზოგადოებას.

მესამე ნაწილთან დაკავშირებით ერთი დეტალია დასაზუსტებელი;

კი, ნამდვილად დიღმის ტრასაზე ვაპირებდით ”ავტოკატასტროფის” მოწყობას, მაგრამ არა მანქანის დაჯახებით.

გეგმა ასეთი იყო: დიღმის ტრასის პირზე დადგებოდა ნაბადში და ბოხოხში გადაცმული ნაციონალი, კომბლით ხელში (ვითომ ცხვრის გამყიდველი)

როდესაც ირმა ინაშვილის ავტომობილი გამოჩნდებოდა, გადაცმულ ნაციონალს ცხვრის დუმა უნდა გადმოეგდო ტრასაზე, იმ იმედით რომ მანქანა მოსრიალდებოდა.

თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს, ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა.

გაგვშიფრეს ნაციონალებო...".

იხილეთ ასევე: "ნაციონალები" გეგამავენ ავტოკატასტროფის მოწყობას - ირმა ინაშვილი მის წინააღმდეგ თავდასხმის საფთხეზე

სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამლვა იგეგმება - ირმა ინაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს