ქამრების შემოჭერა თერჯოლურად და 30 000 ლარად ღირებული "Mitsubishi Pajero"

ქამრების შემოჭერა თერჯოლურად და 30 000 ლარად ღირებული "Mitsubishi Pajero"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოცხადებულ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი მაღალჩინოსნები არ ითვალისწინებენ. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 30 000 ლარად ღირებული ავტომანქანა "Mitsubishi Pajero" შეიძინა. გამგეობის ახალ შენაძენს სახელმწიფო ნომერიც ახალი - TE 041 RJ აქვს.

როგორც თერჯოლის გამგებელი თემურ ჯაფარიძე ამბობს, გამგებელს ავტომანქანა არ ჰყავდა და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ახალი მანქანის შეძენა.

"მერე რა მოხდა, არ შეიძლება, რომ გამგეობამ ახალი მანქანა შეიძინოს? რას დაეძებთ ეს ჟურნალისტები? რა გინდათ? სხვა ქვეყანაში არ ყავთ მანქანები?" - განაცხადა თემურ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება სანომრე ნიშანს TE 041 RJ, გამგებლის თქმით, მას როგორც უნდოდა, ისე გააკეთა.

იხილეთ ვრცლად

kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა