"იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ"

"იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ"

სამტრედიის რაიონში მცხოვრები 47 წლის ქალბატონი დახმარებას ითხოვს. დელიზა დუნდუას ოპერაციისთვის 4 600 ლარი ესაჭიროება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. საწოლს მიჯაჭვული ქალბატონის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ერთი თვის წინ მას ფეხზე ოპერაცია საკუთარი სახსრებით გაუკეთეს, მეორე ოპერაცია კი 20 მარტსა არის ჩანიშნული, თუმცა ფინანსების არქონის გამო ოპერაციას სავარაუდოდ, ვერ გაიკეთებს.

"პირველი ოპერაცია რომ გაიკეთა, ექიმებმა უთხრეს, რომ თუ გინდა გაიარო, მაშინ ოპერაცია მეორე ფეხზეც უნდა გაიკეთოო. ოჯახი ძალიან გაჭირვებულია და ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ და ასე განგვიცხადეს, რომ მაქსიმუმ 500 ლარით შეგვიძლია დახმარებაო. იქნებ, როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ", - აცადებს გულიკო ქუნქელია.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა