"დღეს აღარ მოგწონთ? ვინც არ ვართ ამ სიაში, ისინი უფრო ვაფასებთ ივანიშვილს" - ლალი მოროშკინა

"დღეს აღარ მოგწონთ? ვინც არ ვართ ამ სიაში, ისინი უფრო ვაფასებთ ივანიშვილს" - ლალი მოროშკინა

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობებს ბიძინა ივანიშვილის სტიპენდია შეუწყდათ. ამის შესახებ თეატრალურ წრეებში დიდი ხანია საუბრობენ. ამბობენ, რომ თანხის ჩარიცხვას ზოგ შემთხვევაში კულტურის სამინისტრო აფერხებს. იმასაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თანხების დაბალანსება ხდება, კერძოდ, მათ, ვისაც ფონდი "ქართუსგან" რამდენიმე ათასლარიანი დახმარება ერიცხებოდა, ახლა შემცირებულ თანხას მიიღებს. თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება პიარტექნოლოგი ლალაი მოროშკინა.

"მეტი რა გაეკეთებინა ერთ ადამიანს?

დღეს აღარ მოგწონთ?

სასწაულია, მაგრამ ვინც არ ვართ ამ სიაში,

ისინი უფრო ვაფასებთ ბიძინა ივაიშვილს

"სე ლა ვი", - დაწერა მოროშკინამ.

მოროშკინას პოსტს კომენტარს უკეთებს ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი:

"ადამიანის ბუნება არ გცოდნიათ, ვისაც მადლიერების იმედი გაქვთ. ყველა, ვისაც ეხმარები ფიქრობს, ააქვს და ამიტომაც უნდა დამეხმაროსო. ფოთის დეპუტატი რომან მელია 3 წელი პენსიას უხდიდა საკთარი თანხებიდან გაჭირვებულ ფოთელებს , არჩევნებზე კი მათ მის კონკურენტს პეტრე ბერაიას დაუჭირეს მხარი. მეორე დღეს კი ისევ რომანს მიაკითხეს დახმარებაზე. კი მაგრამ, თქვენ ბერაიას მიეცით ხმაო და ისევ ჩემთან მოდიხართო? ხმა კი მივეცთო, მაგრამ იმას ფული არა აქვსო, შენ კი გაქვსო და აბა ვის უნდა მივმართოთო! რაც მაისა და რუსუდანს დახმარება გაუციათ, ერთს არ ამოუღია ხმა დები რომ გაძარცვეს... ისიც უნდა იცოდეთ, რომ უმადურობა თავდაცვითი რეაქციაა და ადამიანს სჭირდება თავის გადასარჩენად. მთავრობის უმადურია ყოველთვის ხალხი, რომ აიძულოს ის კიდევ მეტი გააკეთოს. ნუ განვსჯით და არ განვისჯებით".

იხილეთ ასევე: რეალურად, დარჩნენ მსახიობები ივანიშვილის დახმარების გარეშე? - ფონდი "ქართუს" პასუხი მსახიობებს და საზოგადოებას

მსახიობებს ივანიშვილისგან რამდენიმე ათასლარიანი დახმარება შეუწყდათ? - "აჟიოტაჟის საბაბს ვერ ვხედავ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს