21 წლის გოგონა წელიწადში 36-ჯერ კვდება

21 წლის გოგონა წელიწადში 36-ჯერ კვდება

21 წლის სარა ბრაუტიგამისთვის, გულის გაჩერება ჩვეულებრივი "პროცედურაა": იშვიათი დაავადების გამო იგი წელიწადში 36-ჯერ განიცდის კლინიკურ სიკვდილს.

ოთხი წლის წინ სარას პოსტურალური ორთოსტატიული ტაქიკარდიის სინდრომი დაუდგინეს, რომლის გამოც დროდადრო გულისცემა უხშირდება, წნევა უვარდება, გული ფეთქვას წყვეტს და კლინიკური სიკვდილი დგება. ექიმები მის გონებაზე მოყვანას ტკივილის მიყენებით ახერხებენ. ამიტომ გოგონა ხშირად ჩალურჯებებით იღვიძებს.

მისი თქმით, კლინიკური სიკვდილის დროს გვირაბის ბოლოს სინათლეს ვერ ხედავს - გარშემო ყველაფერი ბნელდება და გარკვეული დროით გარშემო მყოფი ადამიანების ხმა ესმის, მაგრამ განძრევა ან ხმის გაცემა არ შეუძლია.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ გაუჩერდა გული 21 წლის სარა ბრაუტიგამს და ერთი წუთის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფებოდა, სანამ მას ექიმები სიცოცხლეს დაუბრუნებდნენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს