"აქციის რომელიმე გამომსვლელი თუ დაიჩურჩულებს: საქართველოს გაუმაააარ!, თქვენც ჩურჩულითვე უპასუხეთ: ჯოს! ჯოს! ჯოს!" - გოგა ხაჩიძე 21 მარტის აქციაზე

"აქციის რომელიმე გამომსვლელი თუ დაიჩურჩულებს: საქართველოს გაუმაააარ!, თქვენც ჩურჩულითვე უპასუხეთ: ჯოს! ჯოს! ჯოს!" - გოგა ხაჩიძე 21 მარტის აქციაზე

გოგა ხაჩიძე 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე წერს:

"როგორც უკვე იცით, ხმაური დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე - 40 დეციბალს, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათემდე - 30 დეციბალს არ უნდა უნდა აღემატებოდეს. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის რომელიმე გამომსვლელი ანთებული სახით და შემართული მუშტით თუ დაიჩურჩულებს: საქართველოს გაუმაააარ!.... თქვენც ჩურჩულითვე უპასუხეთ: ჯოს! ჯოს! ჯოს! ჩვენ ხომ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ. 21 მარტს, ყველას გელოდებით რუსთაველზე. ბიძინას უნდა ვეჩურჩულოთ!" - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, დილის 7:00 საათიდან 23:00 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 40 დეციბალის ფარგლებში, ხოლო 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე 30 დეციბალის ფარგლებში. ფიზიკური პირი დღის საათებში ხმაურის გადამეტებისათვის დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი - 500 ლარის ოდენობით. ღამის საათებში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი - 1 000 ლარის ოდენობით. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება.

აღსანიშნავია, რომ კანონი ძალაში 1 ოქტომრიდან შევა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს