პოლიციის უფროსმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ბიუჯეტიდან დაფარა

პოლიციის უფროსმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა ბიუჯეტიდან დაფარა

"სამ შემთხვევაში საჯარიმო თანხები ანაზღაურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თხოვების ფორმით გადაცემული ავტომანქანებით განხორციელებული დარღვევისთვის" - წერს სახელმწიფო აუდიტი 2012-2013 წლების ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შედეგად.

"აქედან სამასი ლარი გაწეულია საჯარიმო თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის დარიცხული საურავისა და აღსრულების საფასურის სახით" - განმარტებულია დასკვნაში.

აუდიტის შეფასებით, აღნიშნული თანხების ანაზღაურება შესაბამის დამრღვევ პირებს უნდა დაკისრებოდათ და წარმოადგენს ბიუჯეტიდან გაწეულ არამიზნობრივ ხარჯს.

Qartli.ge-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის 21 იანვარს ვიდეოფირზე დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 170 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკუთვნის ავტომანქანა "ლექსუს"-ს, სახელმწიფო ნომრით EFE-797", ხოლო იმავე მანქანაზე დაკისრებულმა ჯარიმამ, 2013 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, კვლავ, ვიდეოფირზე დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, დამატებით 192 ლარი შეადგინა.

ეს ვადაგადაცილებული თანხები გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიფარა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა