''მეორედ რომ გავთხოვდი, მეჯვარედ პირველი ქმრის ძმა გამომყვა...''

''მეორედ რომ გავთხოვდი, მეჯვარედ პირველი ქმრის ძმა გამომყვა...''

ამ უცნაური ამბის მოყოლა ლალიმ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქალებისთვის დაენახვებინა, ოჯახის დანგრევით ცხოვრება არ მთავრდება. ძალადობის მსხვერპლს კი შესაძლოა, მხარში მაზლი ამოგიდგეს და გათხოვებაშიც კი დაგეხმაროს.

- 18 წლის ვიყავი, როდესაც მამუკას ცოლად გავყევი და სახლში დედამთილ-მამამთილი და 9 წლის მაზლი დამხვდა. არ ვმუშაობდი, არც ვსწავლობდი, მთელი დღე სახლში ვიჯექი და სკოლიდან მოსული მაზლს ვამეცადინებდი და ვუვლიდი. სამი წელი შვილი არ გამიჩნდა, ამიტომ ამიკო ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი გახდა. ხანდახან იმაზეც ვოცნებობდი, რომ ჩემთვის დედა დაეძახა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ამაში ნორმალური არაფერი იყო. მართლა დედა-შვილივით ვიყავით.

- დედამთილი ამ ურთიერთობაზე არ ეჭვიანობდა?

- პირიქით, უხაროდა, რომ მის შვილს ვინმე უვლიდა. მანამდე ქალი ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სკოლიდან მოსულ ბავშვს პატრონობდა, მაგრამ ჩემი მონდომების შემდეგ გაუშვა. პროფესიით ქირურგია და ხშირად ღამეც მიდიოდა გამოძახებაზე.

მე და მამუკამ ვითომ სიყვარულით შევქმენით ოჯახი, ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო, მაგრამ რაღაც ვერ აგვეწყო. საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობდა და ხანდახან რამდენიმე კვირა სახლში არ მოდიოდა. არ მცემდა, არც მაგინებდა, მაგრამ ცივი ურთიერთობა გვქონდა. ბავშვის შეძენის შემდეგ თითქოს გამოსწორდა. ცდილობდა, სახლში მეტი დრო გაეტარებინა, მაგრამ მალე ამ სიხარულმაც გადაუარა და ძველებურად გააგრძელა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს