სპეციალისტების შეფასებით, ყველა პროდუქტი როდი "მეგობრობს" ერთმანეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტების ერთდროულად მიღება სასურველი არ არის. რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში გემუქრებათ საგანგაშო საფრთხე, უბრალოდ მათგან ორგანიზმი სარგებელს ვერ მიიღებს.
სხვადასხვა პროდუქტის შეთვისების პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ამიტომაც მათი ერთდროულად მოხვედრა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს დაარღვევს. დაიმახსოვრეთ პროდუქტების ყველაზე ცუდი შეხამებები. სულ სამია.
1. პირველი კერძი და ხილი
საკმაოდ ხშირია, როცა მშობლები ძირითადი კერძის შემდეგ აძლევენ ბავშვს ხილს დასაყოლებლად. ეს დიდი შეცდომაა. საქმე ისაა, რომ ცხელ კერძებს - სუპს ან ხორცს გარნირით, გადასამუშავებლად მეტი დრო სჭირდება. მათთან ერთად მოხვედრილი ხილი კი სრულფასოვნად არ შეითვისება.