ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც მდინარეში 14 საათი გაატარა

ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც მდინარეში 14 საათი გაატარა

ამერიკის შტატ იუტაში, საავტომობილო შეჯახების შედეგად ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა. მანქანა, რომელშიც წლინახევრის გოგონა და მისი დედა იმყოფებოდნენ, ავტოკატასტროფის შედეგად მდინარეში გადავარდა. ბავშვის სავარძელი საბედნიეროდ წყლის ზედაპირზე გაჩერდა, რის შედეგადაც ბავშვი არ დაშავებულა.

ავტომობილმა ბეტონის კედელი გაარღვია, ტრასიდან გადავიდა და მდინარეში გადატრიალდა. ვარდნის შემდეგ მანქანა ისე გაჩერდა, რომ ბავშვის მიმართულებით მდინარის დინების ნაკადი შეაჩერა. დედა ადგილზევე გარდაიცვალა, 18 თვის გოგონამ კი სავარძელში 14 საათი გაატარა.

გოგონას აღმოჩენა ადგილობრივმა მეთევზემ მოახერხა, რომელმაც მდინარეში ამოტრიალებული ავტომობილი შენიშნა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს