საშინელი კატასტროფა: ორი თვითმფრინავის შეჯახებას რეალითი შოუს 10 მონაწილე ემსხვერპლა

საშინელი კატასტროფა: ორი თვითმფრინავის შეჯახებას რეალითი შოუს 10 მონაწილე ემსხვერპლა

არგენტინულ პროვინციაში ლა რიოხა, ჰაერში ორი თვითმფრინავის შეტაკების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის შედეგად არავინ გადარჩენილა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების განცხადებით, ავიაკატასტროფას ორი არგენტინელი და რვა ფრანგი ემსხვერპლა.

ბორტზე იმყოფებოდნენ ექსტრემალურ პირობებში გადარჩენისთვის მებრძოლი რეალითი შოუს მონაწილეები. თვითმფრინავში იყვნენ გადამღები ჯგუფის წევრები და რეალითი შოუს მონაწილეები. მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეატყობინეს, რომ ბორტზე იმყოფებოდა 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მოცურავე კამილ მიუფა და 28 წლის მოკრივე, 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ალექსის ვასტენი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს