ხმაურიანი გარჩევა რესტორანში, რაც გიორგი ზერეკიძისთვის მანქანის დამტვრევით დასრულდა - "ტელეფონში მაქვს მაგის ამსახველი ვიდეოები"

ხმაურიანი გარჩევა რესტორანში, რაც გიორგი ზერეკიძისთვის მანქანის დამტვრევით დასრულდა - "ტელეფონში მაქვს მაგის ამსახველი ვიდეოები"

ყოფილ პოლიტპატიმარ გიორგი ზერეკიძეს ავტომობილის საქარე მინები დაუმტვრიეს. ამის შესახებ ზერეკიძე Facebook-ზე წერს და დაზიანებული ავტომობილის ამსახველ ორ ფოტოსაც აქვეყნებს. როგორც ირკვევა, გიორგი ზერეკიძე ამ ამბავს რამდენიმე დღის წინ რესტორან "ქართულ სახლში" მომხდარ ინციდენტს უკავშირებს.

"ესეთ მდგომარეობაში დამხვდა მანქანა დღეს!!! ეჭვი მაქვს, მიზეზი არის რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი რესტორან "ქართულ სახლში", სადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი იქცეოდა საშინლად, ტელეფონში მაქვს მაგის ამსახველი ვიდეოები.

P.S ვაი თქვენს პატრონს, პატარა ადამიანებო!!!", - წერს გიორგი ზერეკიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ზერეკიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მისი საქმე რეზონანსული გახლდათ. საზოგადოება აღაშფოთა 14 წლის ბიჭის გისოსებს მიღმა აღმოჩენამ. გიორგი ორჯერ დააკავეს და ციხეში დაახლოებით შვიდი წელი გაატარა. გიორგი ზერეკიძემ ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს