"მალე საერთოდ გაქრება ის თბილისი, რომელიც გვიყვარს"

"მალე საერთოდ გაქრება ის თბილისი, რომელიც გვიყვარს"

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დედაქალაქის იერსახის დამახინჯების გამო პროტესტს გამოთქვამს.

"მარიხუანას მოხმარება არის კრიმინალი და ქალაქის ისტორიული იერსახის მოშლა, ესთეტიკის ჩახშობა, თბილისის სულის განადგურება, ვერაზე და სოლოლაკში 15 სართულიან კორპუსებზე ნებართვების გაცემა არაფერი? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი? უკვე გარეთ გასვლა აღარ მინდა, ცუდ ხასიათზე ვდგები, თან ამის გამოსწორება აღარ იქნება, ხომ არ დაანგრევ შენობებს?! მერე ეგრე ნაშოვნი ფულით სუფრებს გაშლიანი და თბილისის სადღეგრძელოებს დალევენ. ვიღაცას ხომ უნდა ევალებოდეს ამის კონტროლი?! მგონი უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საქმეს და მართლა უნდა მოვთხოვოთ პასუხი პასუხისმგებელ ადამიანებს, თორემ მალე საერთოდ გაქრება ის თბილისი, რომელიც გვიყვარს - ისედაც ნაკუწ -ნაკუწ არის შემორჩენილი".

"ეს ვაქცინა არ არის რეკომენდებული 2 შემთხვევაში" - რას წერს ეპიდემიოლოგი "ასტრაზენეკას" უსაფრთხოებასა და თრომბის განვითარებასთან მის კავშირზე

"ძალიან საშიში ხალხი ვართ... ეს გამოუსწორებელ ზარალს მიაყენებს მომავალში ძალადობის მსხვერპლთა დაცვას" - რას წერს ჟურნალისტი ბასილაშვილის საქმის "გარჩევებზე"

"ბასილაშვილს პირადად ვინცობ... ფემინისტებმა მოძალადე "ვაჟკაცის" ფენომენის წინააღმდეგ საბრძოლველად არასწორი სამიზნე შეარჩიეს" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ჩოგბურთელზე