ყოფილი პოლიტპატიმარი და ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქართველების მოღალატეობრივ ხასიათზე წერს.
"ბევრი მიფიქრია "ღალატის" ფენომენზე. ფაქტობრივად აღარაფერი მიკვირს ამ დედამოტყნულ "წილხვედრში"... ვცდილობ, რადიკალური აღარ ვიყო, ჩემი საქმე ვაკეთო, ნაკლებად მქონდეს სხვის იმედი და ნებისმიერ შემთხვევაში - არავის ვადანაშაულებ. თუ რაღაც არ გამოვიდა, ესე იგი ისევ ჩემი წინდაუხედაობის ან შეცდომის ბრალი იყო.
და მართლაც, რა არის "ღალატი"? ეს შენთვისაა მტკივნეული, თორემ მისი სუბიექტი თვლის, რომ საკუთარი ინტერესების უკეთ შესაბამისად იქცევა. მერე რა, თუ ხშირად არ გააჩნია საჭირო შეგნება, განათლება, შორსმჭვრეტელობა, რომ საკუთარი თავისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს... მერე რა ვქნათ, რომ ხშირად არა აქვთ ვალდებულებები, მორალური პრინციპები? რა ვუყოთ, რომ დღევანდელი კვერცხის ნაჭუჭის გულისთვის გაგყიდიან?
ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსავალი შენს თავში, შენს საქციელში უნდა ეძებო: სხვას ვერ გამოასწორებ, შეცდომა კი შეგიძლია, რომ არ გაიმეორო.
და მაინც: აქ საქვეყნო საკითხებზე კომენტარებს რომ ვკითხულობ, სულ თავში მიტრიალებს გიორგი მეფის სიტყვები "დიდოსტატის მარჯვენიდან"
"ერს, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს, პიპა... რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს". ბრიყვებს-თქო, მე დავამატებდი...
აი, ასე...".