"ქართული ეკლესია რუსეთზე ლოცულობს თუ საქართველოზე?" - გამსახურდია მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება

"ქართული ეკლესია რუსეთზე ლოცულობს თუ საქართველოზე?" - გამსახურდია მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია მეუფე სპირიდონის განცხადებას ეხმაურება.

"ძალიან მაინტერესებს და არ შემიძლია, არ გავაჟღერო: თუ ეს ამ ეპისკოპოსის, როგორც კერძო პირის პოზიციაა, საინტერესოა მისი არგუმენტაციის უფრო სიღრმისეული მოსმენა და განხილვა. თუ ეს პოზიცია ეკუთვნის წმინდა სინოდს ან მის რამდენადმე მნიშვნელოვან ნაწილს, ეს კიდევ უფრო საგულისხმოა.

მახსოვს, ციხეში ყოფნის დროს, ვერც ხვეწნით, ვერც მუდარით, ვერც მუქარით, კრინტი ვერ ამოვაღებინე პატიმრების წქმების შესახებ ვ ე რ ც ე რ თ საეკლესიო იერარქს, უმაღლესით დაწყებულივიდრე უბრალო დიაკვნამდე. ეკლესიაში ჭეშმარიტად სამხედრო დისციპლინა სუფევდა და სუფევს. ისევე როგორც ძირითადად კონსერვატიულ ორგანიზაციებში ხდება ხოლმე, განსხვავებული, მეინსტრიმთან დაპირისპირებული აზრი იბლოკება ან ავტორი საერთოდ განიკვეთება. მაგალითები - ბევრია.

მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი რიტორიკა პირველად არ გვესმის, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე დავსვათ მთავარი კითხვა:

ქართული ეკლესია რუსეთზე ლოცულობს თუ საქართველოზე? თუ საქართველოზე - რუსეთის შემადგენლობაში?!", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, 8 მარტს youtube-ზე გავრცელდა სხალთის მთავარეპოსკოპოსის, მეუფე სპირიდონის ქადაგება, სადაც ის საუბრობს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და უკრაინის მომავალზე. მეუფე სპირიდონის თქმით, უკრაინა, რუსეთი და ბელორუსი გამთლიანდება და ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, რომელსაც სათავეში ეყოლება მეფე. მეუფე სპირიდონის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები - ომი რუსეთთან გამოწვეულია "მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით".

იხილეთ განცხადება სრულად

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

"ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე