"მე არავისთვის წამირთმევია "წილხვედრობის" სტატუსი" - ზვიად ციკოლია მიშა გომიაშვილს პასუხობს

"მე არავისთვის წამირთმევია "წილხვედრობის" სტატუსი" - ზვიად ციკოლია მიშა გომიაშვილს პასუხობს

ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში მსახიობ მიშა გომიაშვილის სტატუსს ეხმიანება:

"მოკლედ, ამდენი ჩემი ლანძღვა-გინების შემდეგ ერთ ნაწილს რომლებსაც ეგრედწოდებული "ფრენდები" ჰქვიათ და მონაწილეობენ ამ აქციაში შეუძლიათ ისევე ამომშალონ სიიდან, როგორც მეგობრობის მოთხოვნა გამომიგზავნეს. მხოლოდ დაისვენებთ უხერხულობისგან პირში მიცინოთ და ზურგსუკან მაგინოთ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ისე კარგი ლაკმუსია.ეს.ფბ!

ახლა რაც შეეხება შეშფოთებას და ა.შ. სჯობს სრული გადაცემა ნახოთ და ისე გააკეთოთ კომენტარები. ვისაც ნანახი აქვს ვურჩევ ცოტაოდენი ლოგიკა მაინც ჩართოს და იმ კუთხით დაინახოს, მე რა კუთხითაც შევეცადე დამენახა. რაც შეეხება წილხვედრობას მე მგონი წილხვედრობა აქ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სტატუსი. საუბარია ღვთიურ მადლზე, სიკეთეზე და ყველაფერ იმაზე, რაზეც რელიგია საუბრობს. ანუ დადებითს ვგულისხმობ. აქ შრომისმოყვარეობაზეც და ერთმანეთის სიყვარულზეც არის საუბარი. ბოლო ორი. განსაკუთრებით აღაშფოთებს საზოგადოებას დარწმუნებული ვარ.

ნუ ის სადღეგრძელოები გასაგები ვაჟა ილია აკაკი რუსთაველი აღმაშენებელი  ეგეც უკვე სტერეოტიპათ იქცა. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ახლანდელ საზოგადოებას არანაირი კავშირი ამ ბუმბერაზებთან არ გააჩნია სუფრაზე აწეული ჭიქის გარდა. საუბარია იმაზე თუ რა გავაკეთეთ იმისთვის რომ ეს სახელები უკვდავები იყვნენ თანამედროვეობაში და რას ვაკეთებთ მომავალისთვის? რამე ფილმი გადავიღეთ? რამე მულტფილმი ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე? კომიქსები? ან საერთოდ ასე საყვარელ "ვეფხისტყაოსანზე" ვინმემ ზიჩის და ფეტვიაშვილის გარდა, ამ თემაზე იმუშავა? თუ შოთა რუსთაველის ილუსტრაციებით გვაქვს ისევე მოფენილი სრულიად საქართველო, როგორც თურქებს ათათურქით? ა კიდევ გამახსენდა, რომ შეხვალ ვიკიპედიაში 120/120 პიქსელზე უფრო დიდ სურათს ვერ იპოვი.

კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება. ისე რომ სანამ სხვაზე კრიტიკას დაიწყებთ საკუთარ თავებს ჰკითხეთ ამ ქვეყანას რა გაუკეთეთ?!

ქართულ ანბანზე მაკრიტიკებს ის, ვინც ლათინური ასოებით აკომენტარებს!!!! უბრალოდ სასაცილოა მე მესაუბრო ქართულ ანბანზე და მის არქიტექტურაზე. გაოცებას ვერ ვმალავ!

მე 26 წლიდან საზღვარგარეთ ვაფრიალებ საქართველოს დროშას!!!! ბევრი მათგანი ვინც მე მაკრიტიკებს რუსეთის დროშას აფრიალებს საქართველოში!!!! ისე რომ თქვენი ლოგიკაც და გინებაც თქვენთვის დაიტოვეთ.

ქვეყანას რომელსაც ზღვა აქვს და გემი არ აუშენებია, პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს იმაზე, რაზეც მასზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიო ცივილიზაციაში და მეცნიერებასა თუ კულტურაში დიდი წვლილი შეაქვთ ათასწლეულების მანძილზე განუწყვეტლივ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამაზე იყო იქ საუბარი!

მე არავისთვის წამირთმევია "წილხვედრობის" სტატუსი. ისევე როგორც ქართველობას ვერ წაგართმევს ვერავინ თუ შენ თვითონ სუსტი არ ხარ და შიშით შეპყრობილი" - წერს ციკოლია.

შეგახსენებთ, რომ აურზაური ციკოლიას განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მან "მძიმე კაცთან" შეხვედრის დროს გააკეთა. დიზაინერის თქმით, საქართველოს, რომელსაც მხოლოდ ხინკალი აქვს, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია წილხვედრი ქვეყანა ერქვას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს