სააკაშვილის ფოტოები ბათუმის ქუჩებში

სააკაშვილის ფოტოები ბათუმის ქუჩებში

"ჩვენ გვახსოვს 26 მაისი", "ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში" - ამ წარწერებით გამოჩნდა ბათუმის ქუჩებში მიხეილ სააკაშილის ფოტოები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ზამბახიძე დარწმუნებულია, ეს მაღალი ხარისხის პლაკატები გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაარიგა, გამგებლებთან და მერებთან შეხვედრის დროს.

"გუშინ ღარიბაშილთან თათბირზე გამგებლები და მერები იყვნენ დაბარებულები. ეს ფაქტი არასერიოზულია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმართველობის არჩეულ თანამდებობის პირებს იბარებს თათბირზე, თუმცა ამ დაბარების შედეგი დღეს უკვე ცხადია. ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ დაპირებული საქმეები გაკეთდეს, როგორც ჩანს, გამოატანეს მაღალი ხარისხით დაბეჭდილი პლაკატები მუნიციპალიტეტის წრამომადგენლებს... წარსულზე საუბრის დროს იკარგება აწმყო და მომავალი. მე მოვუწოდებ გაჩერებული საქმეების გაკეთებისკენ და თავი დაანებონ წარსულში ხელების ფოთიალს. ჩვენც ბევრი გვაქვს გასახსენებელი, როცა შევარდნაძის დროინდელი კადრები დღესაც მაღალ თანამდებობაზე არიან", - ამბობს "ბათუმელებთან" პეტრე ზამბახიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

წყარო: batumelebi.ge

batumelebi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა