რჩევები ყველაზე გავრცელებული მცენარეების ხუთეულისთვის

რჩევები ყველაზე გავრცელებული მცენარეების ხუთეულისთვის

მოყვარული მებაღე მარინა ბუტიკაშვილის ეზოში არაერთი ყვავილი ხარობს და შინაც არაერთს უვლის. მას მცენარის მოვლასთან დაკავშირებით რჩევები ვკითხეთ და მხოლოდ იმ მცენარეებზე შევაჩერეთ ყურადღება, რომლებიც თითქმის ყველა მეორე ოჯახშია...

- ხშირად გვინახავს ფანჯრის რაფებზე შემოდებული ქოთნის იები, საუბარი მათი მოვლით დავიწყოთ...

- უზამბარული იის ქოთანი შევარჩიოთ იის ფოთლების დიამეტრზე სამჯერ ნაკლები ზომის, კარგი იქნება თუ ჩარგვისას ჩავაყოლებთ ფითილს, რომელიც მცენარეს საშუალებას მისცემს, წყალი ქოთნის სადგამიდან მიიღოს. მას არ უყვარს ზედმეტი წყალი. ქოთანი უნდა განთავსდეს კარგად განათებულ ადგილას, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, იისთვის იდეალურია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრები. სასურველია, ყვავილს მიწა წელიწადში 2-ჯერ გამოვუცვალოთ. თუ გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე ორ კვირაში ერთხელ მაინც ვკვებავთ მინერალური ან ორგანული სასუქით, მაშინ მიწის გამოცვლა წელიწადში ერთხელაც საკმარისი იქნება. მიწა უნდა იყოს მსუბუქი. აუცილებელია, პერიოდულად მოსცილდეს დამჭკნარი საყვავილე ღერო და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ იას არ უყვარს ფოთლების დანამვა.

- ე.წ. ბარაქის ხეს, რომელსაც ზოგი ფულის ხესაც უწოდებს, როგორი პირობები სჭირდება?

- კრასულა (ბარაქის ხე) - სუკულენტების ოჯახის წარმომადგენელია, ამიტომ ბევრ წყალს არ საჭიროებს. ის იკვებება ფოთლებში დაგროვილი წყლით. შუქის მიმართ უპრეტენზიოა, იტანს ნაწილობრივ დაჩრდილვას, ამიტომ უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. ნიადაგის მიმართ პრეტენზიული არ არის. არ სჭირდება ღრმა ქოთანი. ზამთრის პერიოდში გრილ ოთახში დავდგათ და წყლის მიწოდება მაქსიმალურად შევამციროთ - საკმარისია ორ კვირაში ერთხელ მცირე პორციებით.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს