ირინა სარიშვილის მიმართვა მათ, "ვისაც გონება აერია ვინმეს პათოლოგიური სიძულვილის ან სიყვარულის ნიადაგზე"

ირინა სარიშვილის მიმართვა მათ, "ვისაც გონება აერია ვინმეს პათოლოგიური სიძულვილის ან სიყვარულის ნიადაგზე"

ირინა სარიშვილი ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე საკუთარი ხედვების შესახებ წერს.

"ორი თემა, რაც აუცილებლად უნდა განვმარტო მათთვის, ვისაც გონება აერია ვინმეს პათოლოგიური სიძულვილის ან სიყვარულის ნიადაგზე!

თემა 1 – საშინაო პოლიტიკა:

1. ნაცების სიძულვილით დატანჯულ საზოგადოებას:

ჩემთვის სიმართლე სიმართლეა და მე არ მაინტერესებს, ჩემთან ერთად ვინ ამბობს კიდევ ამ სიმართლეს, ნაცი თუ ქოცი, ან სხვა დანარჩენი...

ქოცებო და ქოცმხარდამჭერებო, ხელი აწიეთ, რამდენი ხართ, ვინც ჩემზე მეტად დაზარალდით ნაცების ხელისუფლების დროს?! ან ჩემზე მეტად ხმას იღებდით, როცა ნაცები ხელისუფლებაში იყვნენ?! ხელი აწიეთ, რომ დაგთვალოთ!!!

და თქვენ გინდათ სიმართლე??? გესმით კი, სიმართლე და გამბედაობა რას ნიშნავს??? ეჭვი მეპარება!!!

ოპოზიციური პარტიების მეტი რა არის?! მათ შორის კარგად დაფინანსებული, ოფისიანი, ტელევიზიებშიც რომ არ ბლოკავენ, ისეთი??? მიდით, მოთხოვეთ, ამ უაზრო ლაყბობას, საქმეს მიხედონ! იმათ მოთხოვეთ პასუხი! ვინც აქციას ატარებს, იმათგან რა გინდათ?! ნუ წახვალთ, თუ არ მოგწონთ, მაგრამ რატომ ილანძღებით და იწყევლებით?!!! ყველა ოპოზიციური პარტია ასე უნდა იქცეოდეს და ნაცების ადგილას ყველა ასე გააკეთებდა, თუ საშუალება ექნებოდა და შეკრული არ იქნებოდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან!!! ზოგი პარლამენტთან, ზოგი მთავრობასთან და ა.შ.

ასე რომ, გაყიდულები, მიყიდულები და ფულზე ყველაფრის გამცვლელები თქვენს რჩეულებში მოიკითხეთ და სხვებს თავი დაანებეთ!

2. ნაცებო:

მე თქვენს ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყავით! და არა ცოცხების გამო!  ბევრად ადრე  სულ თავიდან. ამიტომ, თავს ნუ დაიღლით ჩემი ადრინდელი გამონათქვამების მოძიებაზე. მკითხეთ, თუ რამე გაინტერესებთ და მე თვითონ გეტყვით!  მე მქონდა ამის სერიოზული საფუძველი და ნაწილი ამ საფუძვლის დღესაც მაქვს, ამიტომ მე თქვენი მომხრე არ ვარ და ამიტომ ნუ ნერვიულობთ, რომ თქვენთან დამკვიდრებას ვცდილობ! უბრალოდ, ჯერ ერთი, დღეს თქვენ არ ხართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, აბსურდულად მიმაჩნია თქვენი კრიტიკა; მეორეც, თქვენ დღეს ისევე აკრიტიკებთ ამ ხელისუფლებას, როგორც მე! სიმართლის თქმის უფლება კი ყველას აქვს, მე ასე ვფიქრობ! ისევე როგორც 21 მარტის აქციაზე მოსვლის უფლება ყველას აქვს, ვისაც სურვილი აქვს ამ ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოთქმის, და სულ არ არის აუცილებელი, ამისათვის რომ ნაცი იყო! აქციაზე მოსვლა არჩევნებში ხმის მიცემას არ ნიშნავს! ამ ხელისუფლებას კი,რომლის თავხედობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, ძლიერი, ხალხმრავალი აქცია, სულ ცოტა, შეაზანზარებს მაინც!

კარგი იქნებოდა სხვებსაც იგივე გაეკეთებინათ! თუ თქვენთან ერთად არა, სხვა დღეებში მაინც! 21 მარტის აქციაზე მიმსვლელი ადამიანების გინებას ნამდვილად აჯობებდა!

თუ გული მწყდება იმაზე, რომ ვინმე ჩემზე მეტს ახერხებს (მიზეზებს არ ვაკონკრეტებ), ისევ ჩემს თავზე მწყდება გული და არა სხვაზე ვიბოღმები...

მე თუ არ მოვდივარ 21 მარტის აქციაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ადგილს დღესდღეობით ვერც ამ აქციის, ვერც სხვების მოწყობილ ქუჩის ღონისძიებებში ვერ ვხედავ! ვერც ადგილს და ვერც შედეგს, რადგან არ არის გეგმა! თუმცა, თუ აქციის მონაწილეების მიმართ რაიმე ძალადობას ექნება ადგილი, მე თქვენს გვერდით ვიქნები, მიუხედავად იმისა, ვარ თუ არა თქვენი ორგანიზაციის მხარდამჭერი! ასე ვიქცეოდი ყოველთვის და ასე მოვიქცევი დღესაც!

თემა 2 – საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკაში მე ყოველთვის ორ სტრატეგიას ვხედავდი: დასავლური და რუსული, და სამ ტაქტიკურ სვლას: დასავლეთის მოკავშირეობა, რუსეთის მოკავშირეობა და ნეიტრალიტეტი.

სტრატეგია ჩემი თავიდანვე გარკვეული იყო – დასავლური ორიენტაცია. ტაქტიკას რაც შეეხება, რუსეთის მოკავშირეობა, რა თქმა უნდა, ძირშივე გამორიცხული იყო და არის, ხოლო დასავლეთის მოკავშირეობა ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და რჩება დღემდე ნაწილობრივ, რადგან მოკავშირეობა ცალმხრივად შეუძლებელია. ამიტომ ჩემი პოზიცია იყო გამოუცხადებელი ნეიტრალიტეტი, დაახლოებით ისეთი, როგორსაც აზერბაიჯანი ახორციელებს ან, თუნდაც, დღეისათვის როგორც ცხადი გახდა ყველასთვის, ბელორუსია (აზერბაიჯანის რესურსებზე არ ვდაობ, მაგრამ საქართველოს ნავთობზე ბევრად მყარი რესურსი აქვს – გზა, ანუ ადგილმდებარეობა, რომლის მნიშვნელობა, სამწუხაროდ ყველას კარგად ესმის რუსეთშიც, დასავლეთშიც, მათ შორის ბრიტანეთშიც, საქართველოს გარდა). მოხდა ისე, რომ ეს "ნეიტრალიტეტი", რომელიც ჩემთვის დასავლეთამდე მეტ–ნაკლებად უვნებლად მიღწევის გზა იყო, ბევრი რუსოფილისთვის ერთგვარი ფარი აღმოჩნდა, და რადგან ისინი ჩვენზე ბევრად მეტნი და ფინანსურად ბევრად ძლიერნი არიან, ნეიტრალიტეტი გაიგივდა რუსულ ორიენტაციასთან. მაგრამ ამის გამო, თუნდაც ჩემი პოზიცია გულუბრყვილოდ მოეჩვენოს ვინმეს, მე მათთან, ვინც რუსეთთან წაწოლის, მონობის და ომში მოღალატური პოზიციის მომხრეა, არავინ უნდა მაიგივებდეს! არასწორია ეს! ის, რომ ნეიტრალიტეტი ან ე.წ. "პროქართული" რუსეთის დამქაშების ფარი გახდა, ეს ამ სიტყვებს მნიშვნელობას ვერ უნდა აკარგვინებდეს! მაგრამ რაკი ფაქტი სახეზეა და თან ჯიუტად, თუ ვინმესთვის უფრო გასაგები იქნება, მე ამის შემდეგ მხოლოდ სტრატეგიაზე ვილაპარაკებ და არა ტაქტიკურ გზაზე, რომელიც, ღმერთმა ქნას რომ შეიცვალოს და იყოს პირდაპირ დასავლეთთან მოკავშირეობა! ოღონდ ორმხრივი! ანუ სტრატეგიას განვცხადებ ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე, რომელიც, არ გამოვრიცხავ, რომ შეიცვალოს, ეს გარე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული! აბა, ყურადღებით მისმინეთ, ვინც ვერ გაიგეთ: ჩემი სტრატეგია იყო, არის და იქნება – დასავლური ორიენტაცია!!! ასე გასაგებია?!!! მათ ვეკითხები, ვისაც ჩემი რეაქცია "გაუკვირდა" ქოცებზე, თბილისში გამოჩენილ რუსულ ბილბორდებზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და ა.შ. მე დღესაც ვთვლი, რომ ის პროცესები, რაც უკრაინაში დაიწყო, ჯობდა არ დაწყებულიყო! მაგრამ დაიწყო!!! აქ მთავრდება უკვე ყველაფერი და აღარაფრის ანალიზის დრო აღარ არის გარდა ერთისა: უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი აწარმოებს ომს და რუსეთის ჯარი აგრესორი და დამპყრობელია! დღეს ნებისმიერი სხვა პოზიცია პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ნაძირლობაა!!!

ესაა სულ ჩემი სათქმელი! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ჩვენს შორის არაჯანმრთელი, პათოლოგიური სიძულვილის ხარჯზე არსებობს??? და ხვალაც, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ისიც ამით ისარგებლებს??? ისევ ჩვენ ვირჩევთ და სანამ ავად ვართ, უკეთესს როგორ ავირჩევთ???? რა გამოსავალზე მელაპარაკებით, როცა ერთმანეთთან მისასვლელი გზა ვერ გვიპოვია??? გამოსავალს როგორ დავინახავთ???

და კიდევ ერთი, რაც შეეხება პათოლოგიურ მხარდაჭერას: ხვდებით თუ ვერა, ე.წ. ფანებო, რომ თქვენ ყველაზე მეტად აზარალებთ თქვენს რჩეულებს??? რა, მიშას დროს ასე არ იყო??? აბა დაფიქრდით...

ეხლა გასაგებია პათოლოგიური სიძულვილით ან სიყვარულით ტვინდაბნელებულო ქართველებო??? გაიგეთ ვითომ რამე??? ეჭვი მეპარება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე! რადგან ასეთების დეფიციტი არც ნაცებში, არც ქოცებში, არც ზვიადისტებში და არც ყველა დანარჩენში არ არის!!! ეგებ მომავალში მაინც გვეშველოს და დასაწყისისთვის ადამიანური ურთიერთობები მაინც შევძლოთ ერთმანეთთან!!! ჩვენ ხომ პირველ რიგში ადამიანები ვართ!!!

P.S. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, სანამ დაალაიქებთ ან არ დაალაიქებთ, ან სანამ რაიმე კომენტარს დადებთ, ყურადღებით წაიკითხოთ, ოღონდ მართლა!

სტატუსი შეძლებისდაგვარად გულახდილია (ყველაფერს ერთ სტატუსში ვერ იტყვი wink emoticon )", - წერს სარიშვილი.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს