"ძალიან გთხოვთ, გამავრცელებინეთ, რომ მალე გაიგოს ოჯახმა და მოაშორონ ბავშვს ზედმეტი ტრამვის ობიექტი!"

"ძალიან გთხოვთ, გამავრცელებინეთ, რომ მალე გაიგოს ოჯახმა და მოაშორონ ბავშვს ზედმეტი ტრამვის ობიექტი!"

Facebook-ზე  ერთ-ერთი მომხმარებელი იუწყება, რომ 10 წლის ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვზე ძიძის ძალადობის მოწმე გახდა. ის ფოტოსაც ავრცელებს, თუმცა ფოტოზე რაიმე ფიზიკური ძალადობა არ არის ასახული. ფოტოს ავტორი საზოგადოებას ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებას სთხოვს, რომ რაც შეიძლება მალე მიაწვდინოს ბავშვის მშობლებს ხმა და აუწყოს, როგორ უდიერად ეპყრობა ძიძა მათ შვილს.

"ძალიან გთხოვთ წაიკითხოთ ! ეხება ბავშვს და ძიძას !!!! საჭიროდ ჩავთვალე დამეწერა ამ ისტორიის შესახებ,რადგან როცა ძალადობას ესწრები და არაფერს აკეთებ ამის საპირისპიროდ,ესეიგი შენც თანამონაწილე ხდები. მე კიდე არ მინდა თვალის დახუჭვა ! დღეს,დაახლოებით დღის სამი საათისთვის მე და ლილიანამ ქუჩაში გავიცანით 10 წლის ბიჭი სასეირნო ეტლში.ლილიანას გამოელაპარაკა მისი ძიძა.თავიდანვე არ მომეწონა ქალის ტონი ამ ბავშვის და მისი სამუშაოს მიმართ.ცოტა ხანში ისევ შეგვხვდნენ,სპეციალურად გამოვკითხე ბავშვის მდგომარეობაზე წასვლისას ბიჭს ეჯუჯღუნა სახე გაასწორე ბავშვს ნუ აშინებო ...მე ვუპასუხე რომ ჩემ ბავშვს არაფრის შეშინებია და გამოვეცალე.რამდენჯერმე შევნიშნე როგორ აგრესიულად "უსწორებდა" ქუდს,როგორ არაფრად აგდებს მის წინაშე ნათქვამ სიტყვებს,10 წლის ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვის წინაშე,რომელსაც ყველაფერი ესმის,ლილიანას უღიმოდა მოახერხა და კითხა რამდენი წლის ხარო,და ამ ქალს გონია რომ "რაღაც დააქვს კალიასკით მხოლოდ" !!!!!! ძალიან გთხოვთ გამავრცელებინეთ რომ რაც შეიძლება მალე გაიგოს ოჯახმა და მოაშორონ ბავშვს ზედმეტი ტრამვის ობიექტი ! ასეთი ქალები ასეთ სამსახურს არ იმსახურებენ. 10 წლის ბიჭია,ყავს ტყუპისცალი და.სეირნობდნენ მარიჯანის ქუჩაზე (ვაჟა-ფშაველასა და ქავთარაძის შუაში) გთხოვთ თუ ხელი მიგიწვდებათ ფორუმებზეც რომ დადოთ,რაც მეტი გაიგებს მით უფრო მალე ჩადგება ოჯახი საქმის კურსში", - წერს ფოტოს ავტორი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს