13 მარტს ძილის დღე აღინიშნება

13 მარტს ძილის დღე აღინიშნება

13 მარტს ძილის დღე მსოფლიო დღე (World Sleep Day) აღინიშნება. პირველად ძილის მსოფლიო დღე 2008 წლის 14 მარტს აღინიშნა და მას შემდეგ ძილისა და ჯანმრთელობის პრობლემების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყოველწლიურად ტარდება მარტის მეორე სრული კვირის პარასკევს. ძილი ორგანიზმის არსებობის განსაკუთრებული, რთული ფორმაა. ამ დროს ორგანიზმი აღიდგენს დღის განმავლობაში დახარჯულ ძალებს.

ძილის მსოფლიო დღეს აქტიურდება სოციალური რეკლამა, ეწყობა ძილსა და მის მოშლილობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კონფერენციები და სიმპოზიუმები.

დაბალანსებული კვება, დღის რეჟიმის სწორი ორგანიზება, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობის დიდი ხნით შესანარჩუნებლად.

საშუალოდ, თითოეული ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს. ძილის დროს აღინიშნება ტვინის მინიმალური აქტივობის დონე და რეაქციების დაქვეითება. დამტკიცებულია, რომ ხშირი გამოუძინებლობა ნეგატიურად აისახება ცხოვრების ხარისხზე: იკარგება იუმორის გრძნობა, ადგილი აქვს გაღიზიანებადობას, ჩაკეტილობას, ერთსა და იმავე პრობლემებზე ჩაციკვლას.

ძილის სულ რაღაც 4 საათის დანაკლისი 45%-ით აქვეითებს რეაქციას, უარესდება მეხსიერება, შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების გამწვავება. გამოუძინებლობა არა მარტო შრომის უნარს აქვეითებს, არამედ ნერვულ მოშლილობებსაც იწვევს. ძილი ეხმარება ტვინს "ზედმეტის მოშორებაში".

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს