ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულში, 41 წლის თამრიკო მიქაუტაძე პატარა "ფიცრულში" ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. უფროსი 2 წლისაა, უმცროსი კი 3 თვის. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაშია.
"პატარას ვერ ვკვებავ, ბუნებრივი კვება არ ჰყოფნის, რძე ნაკლებად მაქვს, მშიერია და ტირის. 2 წლის პატარას ყველაფერს ვაჭმევთ, რასაც საჭმელი ჰქვია, მაგრამ სამი თვის ბავშვს რა ვუყო. არ ჰყოფნის ბუნებრივი რძე, "ჰუმანა" სჭირდება და საშუალება კი არ გვაქვს, რომ ბავშვს ვაჭამო. ვერ ვყიდულობ, მე შეუძლოდ ვარ, ფიზიკური მუშაობა არ შემიძლია, ძალიან გვიჭირს, პატარა თითქმის მშიერი მყავს", - ამბობს თამრიკო მიქაუტაძე.