ალექსანდრე ელისაშვილი დავით ნარმანიას მიმართავს

ალექსანდრე ელისაშვილი დავით ნარმანიას მიმართავს

საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერს, დავით ნარმანიას მიმართავს და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თემურ ხომერიკის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს:

"დავით ნარმანიას მივმართავ პირადად - ბატონო დავით, თქვენს მიერ დანიშნული საჯარო მოხელე ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთოს, არის დაკავებული პოლიტიკური სპეკულაციებით. გთხოვთ, საჯაროდ მოახდინოთ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის განცხადებებზე რეაგირება. მით უფრო, რომ ბატონ ხომერიკს მეტისმეტად საპასუხისმგებლო საქმე აბარია და საქართველოს კვალობაზე ერთობ დიდ გასამრჯელოს იღებს. ველი თქვენს დროულ რეაგირებას. პატივისცემით, საკრებულოს წევრი, ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი ალექსანდრე ელისაშვილი", - ნათქვამია მიმართვაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს