"გარწმუნებთ, რომ იდაყვზე იკბენთ" - თამარ ჩერგოლეიშვილი შსს-ს მიმართავს

"გარწმუნებთ, რომ იდაყვზე იკბენთ" -  თამარ ჩერგოლეიშვილი შსს-ს მიმართავს

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული და ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლებული პირების შესახებ შსს-ს მიმართავს.

აქციის მონაწილეები ქუჩებში აკეთებდნენ წარწერას:  "გადადგეს ივანიშვილის მთავრობა. 21 მარტი" და მოუწოდებს, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ იმ პირების მიმართაც, ვინც გივი თარგამაძის და მისი მეზობლების სახლის კედლებზე ნაცისტური სიმბოლიკა დახატეს.

"თქვენ დააკავეთ და დააჯარიმეთ ადამიანები, რომლებიც ქუჩებში წერდნენ - გადადგეს ივანიშვილის მთავრობა. 21 მარტი.

ახლა ამიხსენით, რატომ არ აკავებთ ადამიანებს, რომლებიც დღეს, გივი თარგამაძის სახლში მივიდნენ და არა მხოლოდ მის, არამედ მეზობლების კედლებზე ნაცისტურ სიმბოლიკას ხატავდნენ.

დანაშაულის შესახებ ინფორმირებულები ხართ. გაშუქდა.

ხვალ ტაბულადანაც დაგირეკავთ და მოგთხოვთ ახსნა განმარტებას შერჩევითი მართლმსაჯულების ამ სანიმუშო მაგალითის შესახებ.

ცხადია ვერ ახსნით.

ცოტნე ცოტაშვილი როგორც იტყოდა - სიმართლეს თქვენ ვერ იტყვით (ხომ არ აღიარებთ, რომ თქვენი ხალხია?), ტყუილი არ გამოგივათ.

თუ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ და ზოგადად, მომავალში მსგავსი ადამიანების მიმართ, არ მიიღებთ შესაბამის ზომებს, გარწმუნებთ, რომ იდაყვზე იკბენთ.

თ. ჩერგოლეიშვილი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს