"გულში ვუყვარვარ და მიყვარს ძალიან" - თამთა გოდუაძე გიორგი გაბუნიაზე

"გულში ვუყვარვარ და მიყვარს ძალიან" -  თამთა გოდუაძე გიორგი გაბუნიაზე

"X ფაქტორის" მაყურებლის თვალს შეუმჩნეველი არ რჩება, რომ თამთა გოდუაძესა და გიორგი გაბუნიას შორის განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და გაჩნდა ჭორები, რომ მათი ურთიერთობა უფრო სერიოზული გახდა.

ვინ არის თამთასთვის გიორგი და რა ურთიერთობა აქვს მასთან, მომღერალმა ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა: "გიო ჩემთვის რაღაც სულ სხვა ადამიანია. ვგიჟდები ისე მიყვარს. ოღონდ მართლა, ვგიჟდები გიოზე, ისე მიყვარს. რაღაცებს ბოდავს და იგონებს, თავში რა აქვს არ ვიცი, მაგრამ სკანდალების აგორება თუ უნდა, არ ვიცი. გულში ვუყვარვარ და მიყვარს ძალიან. თბილია, ზრდილობიანია, შეიძლება იქ რაღაცებს ამბობდეს, მაგრამ ცხოვრებაში სულ სხვანაერია. კეთილია... შეიძლება ახლა ისეთ რაღაცებს ვამბობ, რომ მაყურებელს განსახვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასეა", - ამბობს თამთა.

ასევე იხილეთ: თამთა გოდუაძე გიორგი გაბუნიას კალთაში გამოიჭირეს - "თამთა ეტალონია, როგორი უნდა იყოს ნამდვილი თანამედროვე ქალი"

იხილეთ ვიდეო

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის