ავტორი:

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

გასულ კვირას პოპულარული ქართული სერიალი, „ჩემი ცოლის დაქალები“ ეკრანს დაუბრუნდა. სერიალმა მისამართი შეიცვალა და ის „ფორმულას“ ეთერში გადის. მე-16 სეზონზე უკვე ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდნენ, ყველაზე დიდი გამოხმაურება კი იუმორისტ ნიკა ქავთარაძის გამოჩენას მოჰყვა. ის ეკრანს დიდხნიანი პაუზის შემდეგ, სწორედ სერიალის მეშვეობით დაუბრუნდა.

მისი გმირის მიმართ, საზოგადოების ინტერესი მისმა პერსონაჟმაც გაზარდა, ის ე.წ. „ტროლების ქარხნის“ ხელმძღვანელს თამაშობს, საზოგადოებაში კი გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქავთარაძის პერსონაჟი მისი ძველი მეგობრის შალვა რამიშვილის და კოკა ყანდიაშვილის პროტოტიპია, რომელსაც ოპოზიცია ხშირად სდებს ბრალს ე.წ. „ტროლების“ კუთხით.

„რეიტინგი“ ცნობილ იუმორისტს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ნიკა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდით ეკრანს, როგორ მოხვდით „ჩემი ცოლის დაქალებში“?

- „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩვეულებრივად მოვხვდი. პროდუსერმა ირაკლი საღინაძემ მომწერა, კონკრეტულ როლზე გვინდა შენი „დატესტვაო“, მივედი და „დამტესტეს“. კასტინგი გავიარე, მოვეწონე გუნდს და როლზე დამამტკიცეს.

- რას საქმიანობდით სერიალში გამოჩენამდე?

- სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვთანამშრომლობდი და ახლაც ვთანამშრომლობ. სულ ვაკეთებდი რაღაც საქმეს, ხან ვჩანდი, ხან არა, ყოველ შემთხვევისთვის, სხვა სფეროში არ მიმუშავია, მაგალითად, მეტალურგიაში არ გადავსულვარ.

- მეტალურგიაში თუ გადახვიდოდით გავიგებდით...

- რას გაიგებდით? არ შეეტყობოდა მეტალურგიას ჩემი ხელი.

- თქვენ თუ გადახვიდოდით, გავიგებდით... ნიკა, თქვენი პერსონაჟის გამოჩენას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამბობენ, რომ გმირი, რომელსაც თამაშობთ, შალვა რამიშვილის პროტოტიპია, ასეა?

- ეს შეიძლება, კონკრეტულად, თქვენი სუბიექტური ასოციაციაა. მე მომდის ტექსტი, ვსწავლობ, ვიცი პერსონაჟის ხასიათი და შემდეგ ვთამაშობ. ვისი პროტოტიპია ეს სცენარისტს უნდა ჰკითხოთ. ალბათ ადამიანები რაღაცით უკავშირებენ ჩემი გმირის საქმიანობას მის საქმიანობას, ან სათვალიანი რომ ვარ, იმიტომ გაჩნდა ეგ ასოციაცია, მაგრამ მე ხომ მთელი ცხოვრება სათვალიანი ვიყავი?

- აჭიმებს ე.წ. „პატიაშკებსაც“ ატარებს თქვენი გმირი...

- არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. წაიკითხეთ სრულად

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები

პიერ რიშარი და ნინო კირთაძე 20 წლის შემდეგ - როგორ გაგრძელდა გადასაღებ მოედანზე დაწყებული მეგობრობა

თინა კანდელაკის გრანდიოზული დაბადების დღე თბილისსა და მცხეთაში - "შვილმა ისეთი სიტყვები უთხრა, ვუყურებდი და ვტიროდი"