ავტორი:

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

Summer Set-ის 2 ნოემბერს გასამართ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ჰედლაინერ Boris Brejcha-ს გარდა ქართველ არტისტები უმასპინძლებენ, მუსიკალურთან ერთად ფესტივალი მუდმივად ეძებს ხელოვანებს და ამჯერად წარმოგიდგენთ სეფოს ნამუშევრების გამოფენას.

1964 წელს თბილისში დაბადებული თენგიზ სეფიაშვილი განათლებით არქიტექტორი და დიზაინის სპეციალისტია, მის ანგარიშზე 10-ზე მეტი პერსონალური გამოფენაა, ის ასევე 17 ქვეყანაში არსებული ქართული პავილიონების დიზაინის ავტორი და თანაავტორი და არაერთი ჯილდოს და მედლის მფლობელი გახლავთ.

სეფო 2010 წლიდან მუშაობს კინეტიკურ სკუპტურებსა და კოლაჟურ ტილოებზე, ფესტივალზე მისი 10 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

“თენგიზ სეფიაშვილის, იგივე სეფოს ნამუშევრები იდეალურად მოერგო იმ ურბანულ სივრცეს, რომელიც Warehouse 7/მე-7 პავილიონში გვაქვს მოწყობილი, ზოგადად, ფესტივალი საუკეთესო ტერიტორიაა იმისთვის, რომ სხვადასხვა თაობის და სფეროს წარმომადგენლები ერთ სივრცეში შეკრიბო და მას გართობასთნ ერთად კულტურული დანიშნულება ქონდეს. წარმოიდგინეთ, საბჭოთა პერიოდში მიღებული განათლების მქონე არტისტის შექმნილ ნამუშევრებს აღფრთოვანებაში მოყავს ახალგაზრდა, ინტერნეტის თაობაც კი”,-ამბობს ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერი ნიკა დვალიძე.

სანამ კინეტიკური სკულპტურებს Warehouse 7მე-7 პავილიონის ტერიტორიაზე იხილავთ, შეგიძლიათ რამდენიმე ნამუშევრის ფოტო ნახოთ, უკვე 2 ნოემბერს კი ფესტივალის სტუმრებს ამ ნამუშევრებთან ერთად მრავალი სხვა გასართობი და გერმანელი არტისტი Boris Brejcha დახვდებათ.

"რატომ უნდა იყოს ნაწყენი?!" - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება "ჩცდ"-ში და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის

"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის