ნათია ფანჯიკიძის სადღეგრძელო - "კიდევ გაყარეს ირაკლის პარტიის წევრები სამსახურებიდან"

ნათია ფანჯიკიძის სადღეგრძელო - "კიდევ გაყარეს ირაკლის პარტიის წევრები სამსახურებიდან"

თავდაცვის ექსმინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ "ფესიბუქში" მორიგ საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლებას აკრიტიკებს:

"მთელი ჩემი ფბ-ზე არსებობის მანძილზე, ძალიან რომ გავბერო, 20 სტატუსი თუ მექნება დაწერილი, რომელიც კამარას, ყვავილებს, ან ისე რაიმე უბრალოდ თემას არ ეხება. დიდად არც პოლიტიკაში ვიჩხრიკები, უსამართლო ბრალდებებზე გავაკეთე კომენტარი უმეტესად და გუდიანი კაცის მოშიშებმა აღიქვეს და გასაღდა, როგორც პოლიტიკური აქტიურობა.

"შენ ნუ ამბობ, მასწავლებელთან შეპასუხება არ შეიძლება, ჩვენ უნდა გლანძღოთ მხოლოდ, წესები ასეთიაო" - მკაცრად მიმითითეს კიდეც.

ვის ეს? ინდიელების ყოფილ ბელადს? რეზინობანას პანტერას და ჩიტოსანთა კლუბის თავმჯდომარეს!??? ))) ღმერთო კი მომკალი.

ხოდა, რისი თქმა მინდა იცით?

სადღეგრძელოსი:

ეღირსოს ამ ქვეყანას არაინფანტილური, გამაერთიანებელი ხელისუფლება როდესმე.

დღეს ცოტნე გამსახურდიამ ძალიან კარგი სტატუსი დაწერა მშობლებზე, ბავშვებს რომ ჭამას აძალებენ.

ბუას შიშით და დედიკო-მამიკოს ხათრით ძალადობრივად ნაკვებ ბავშვში არასწორად აღქმული მორჩილების და შიშის მძიმე ვირუსის შეყვანის საფრთხეა.

ნუ იზამთ მშობლებო ამას, თორემ თუ გატეხეთ ბავშვი, ვერასოდეს მივიღებთ თავისუფალი ნების ადამიანებს.

ქვესადღეგრძელოს სახით - გაუმარჯოს იმ ბავშვებს, უკან რომ გიფურთხებენ საკვებს, რომელიც არ სიამოვნებთ, მაგიდის გარშემო რომ დაგარბენინებენ კოვზით ხელში და თქვენს რისხვას იწვევენ. ერთი წუთით შორიდან დაინახეთ ამ დროს თქვენი თავი, გაგეცინოთ მაინც იქნებ.

თუ არ შევუწყობთ ხელს პიროვ-ნების განვითარებას, ძალით საკვებით გადავსებული ბავშვის გულისრევასავით აჯანაყების ძალას კი აკრეფს ხალხი პერიოდულად, ბრაზის ენერგიით დაანგრევს ძალიან მობეზრებულს, მაგრამ შემდეგ უკვე შემოქმედებით ენერგიას, რომელიც აშენებს, ვერ აკრეფს თავისუფლების, სიყვარულის ენერგიით დამუხტვის გარეშე.

პრეზიდენტმა სხდომა მოიწვია, პარლამენტი არ დაემორჩილა, აბა სადაა პრობლემა, გამოგონილიაო, მაგათ ჩვენ ხმას არ გავცემთო, პრეზიდენტის რა საქმეაო.

ვამაყობ, რომ პრეზიდენტთან პირველი დიდი და მრისხანე გაბუტვის პერიოდში ერთადერთი ირაკლი იცავდა წესს, როგორც თავდაცვის მინისტრი უნდა იქცეოდეს მთავარსარდლის მიმართ.

მოკლედ, ამ ერთი ციცქნა ქვეყანას არ ეღირსა ხელისუფლება, რომელიც არ დაშლის ჯგუფებად, არ იქნება ინტერპერსონალური ინფანტილური დადარაჯებით რეკომენდაციების გამცემი - ამას არ გაეკარო, იმას ხმა არ გასცე და ამოსავალი წერტილი იქნება საქმე, პრობლემა, შინაარსები. დამანაწევრებელი ენერგიის, სულის დამსხვრეული ნაკუწებისგან აწყობილი მმართველის ხელში ვერასოდეს იქნება ქვეყანა სულიერად მთლიანი და ჯანსაღი.

სათავიდან იცით რატომ ყროლდება თევზი? არამთლიან ადამიანებს ხსნილი აქვთ, ვიღაც სამსახურიდან გააგდონ, მაშინაც კი, როცა ეს მათთვის პირადად ივანიშვილს არ შეუკვეთია, უბრალოდ იციან, რომ მას ეს თუ არ ასიამოვნებს, არც ეწყინება (კიდევ გაყარეს ირაკლის პარტიის წევრები სამსახურებიდან). ამიტომაც ყოველთვისაა საშიშროება 37 წლის ინსტინქტების ამოქმედების, როცა სიყვარულის და სიმართლის სურვილით არ არის სავსე ის, ვისაც ევალება იყოს თითოეული მოქალაქის მოყვარულიც და პატრონიც და არა გემოვნების მიხედვით ირჩევდეს დამჯერე მოსწავლეებს.

რომ მოვამრგვალო ეს სადღეგრძელო, - ვუსურვებ ქვეყანას შემაკავშირებელი ენერგიის, ადამიანის მოყვარე ხელისუფლებას.

სამშობლო ველ-მინდორი არაა, სამშობლო ადამიანებია და აქედან იწყება ქვეყნის მკურნალობა.

ნასიყვარულები ადამიანი კი საკუთარ ცხოვრებასაც შექმნის და აქეთ დაგეხმარება ქვეყნის აშენებაში.

აბა, განსხვავებული არ არის, არც ბოლომდე შესმის ძალადობას აქვს ადგილი, სურვილის მიხედვით, ყლუპ...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს