"მოდი, დანა დამარტყი - უი, გამგებელი ხართ?"

"მოდი, დანა დამარტყი - უი, გამგებელი ხართ?"

ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბანი-რკონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის დასათვალიერებლად ზემოაღნიშნულ სოფლებში, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, საავტომობილო დეპარტამენტის უფროსი ვაჟა ფანჩულიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ჩავიდნენ. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი სატკივარი გაუზიარეს. ერთაწმინდელები აცხადებენ, რომ ბულდოზერმა 30-40 სმ სიღრმეზე მდებარე სასმელი წყლის მილი გადაჭრა.

"კარგია რომ გააკეთონ, მაგრამ დამიძახონ მაინც. გავაფრთხილე, რომ წყლის მილია 30-40 სანტიმეტრის სიღრმეზე, მაგრამ მაინც დაანგრიეს, დაგლიჯეს. მკლავები მტკივა წყლის ზიდვისგან. მე ინფორმაცია გაგაცანით და გააკონტროლეთ ეგ ხალხი, როგორ მუშაობენ. მე ვხედავ, არ მუშაობენ კარგად", - უთხრა მაღალჩინოსნებს ადგილობრივმა ლელა ელისაბედაშვილმა.

"დავიწყეთ და გაკეთდება ყველაფერი. მეგონა ხალხს გაუხარდებოდა, რაღაცას რომ ვაკეთებთ. დაგვაცადეთ და გაკეთდება. მოდი, ეგ დანა დამარტყი", - გაეხუმრა ქალბატონს გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.

"რატომ უნდა დაგარტყათ, თქვენ ხართ ხელმძღვანელი? თქვენია? უი, გამგებელი ხართ, ძალიან კარგი, მაგრამ რა ვიცი, ჯერ არ დაწყებულა და მანგრევთ და რომ დაიწყებთ, ალბათ, ბულდოზერით სახლში შემოვარდებით", - უთხრა მან პასუხად გამგებელს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა