"ოცნების" დეპუტატი: "მოსახლეობისთვის გამარჯობის თქმა მრცხვენია"

"ოცნების" დეპუტატი: "მოსახლეობისთვის გამარჯობის თქმა მრცხვენია"

ლაგოდეხის საკრებულოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" გია ლობჟანიძეს, მოუგვარებელი პრობლემების გამო, "მოსახლეობისთვის გამარჯობის თქმა ცხვენია". ეს განცხადება ლობჟანიძემ სხდომაზე გააკეთა და ადგილობრივი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. სხდომაზე კამათი სასმელი წყლის თემაზე დაიწყო.

"ვერ ითვისებენ ბიუჯეტს. ჩემი ქუჩის ბოლოში, შემდეგ შეხვედრებზე აღარ ჩავალ. 6 თვეა, პატარა წყალი კი არ მოდის, რუს ავსებს, დაანგრია ყველაფერი. ის უბანი მთლიანად მხარს უჭერდა "ქართულ ოცნებას". ვინ უნდა გააკეთოს, გამაგებინეთ. მე იქ ჩამსვლელი აღარ ვარ, მოსახლეობისთვის გამარჯობის თქმა მრცხვენია", - განაცხადა ლობჟანიძემ.

წყარო: heretifm.com

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა