"როგორც წინა ხელისუფლების დროს ასრულებდა ერთ ზარზე დავალებებს, ისე აკეთებს ახლაც" - ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლეს უპირისპირდება

"როგორც წინა ხელისუფლების დროს ასრულებდა ერთ ზარზე დავალებებს, ისე აკეთებს ახლაც" - ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლეს უპირისპირდება

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, მოსამართლე ჯემალ კოპალიანის მიერ გამოტანილ განაჩენს ფეისბუქის მეშვეობით აპროტესტებს:

"დარწმუნებული ვარ ბევრი არასწორი გააწყვეტილება აქვს ნაციონალების დროსაც მიღებული. იმიტომ რომ მონა, მონაა! როგორც წინა ხელისუფლების დროს ასრულებდა ერთ ზარზე დავალებებს, ისე აკეთებს ახლაც. მაგრამ.. ამ კაცს მოსამართლეობის ვადა გადის 2 თვეში. ანუ მისი ბოლო გადაწყვეტილებაა, გიგი უგულავას ციხეში ჩატოვება! მაგრა უსამართლოდ თან! ბატონო ჯემალ ან თქვენ შვილს რათ უღირს იმ სუსში მუშაობა, ან მეორეს სამხედრო პოლიციაში!

ან თქვენ ასე წასვლა, უი დამავიწდა. მონა ხომ მონაა! მონებს არ უტყდებათ არაფერი!" - წერს ჟორჟოლიანი

როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა. განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა გამოაცხადა. პროცესის დასრულების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს