ვერძი
კარგი დღეა ცვლილებებისა და ახალი წამოწყებებისთვის, იღბალი უსიამოვნებებისგან დაგიცავთ; მთავარია, ტყუილად არ გარისკოთ.
კურო
ფულის ხარჯვა მოგიწევთ ბავშვებთან, ოჯახთან დაკავშირებით ან რომანტიკული თავგადასავლებისა და გართობისთვის. მოერიდეთ ავანტიურას და ნუ გახდებით ტყუილის მსხვერპლი.
ტყუპი
მოერიდეთ კონფლიქტს უფროსთან, სამართალდამცველებთან. ნურავის გაუმხელთ საკუთარ იდეებსა და გეგმებს. ნუ აიღებთ ვალებს, კრედიტებს.
კირჩხიბი
მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. კარგი დღეა დოკუმენტების გასაფორმებლად.
ლომი
გარშემო მყოფებზე მეტად საკუთარი საქციელი აკრიტიკეთ. რეპუტაციის შელახვა თუ არ გსურთ, აკონტროლეთ სიტყვები, საქციელი და მოერიდეთ ემოციების გამოვლენას.
ქალწული
შეიძლება ბავშვობის დროინდელმა შიშებმა კომპლექსებმა "გაიღვიძონ" თქვენში. შვებას წყალთან სიახლოვე, წყლის სმა, აბანო, ცურვა მოგანიჭებთ.
სასწორი
გამოგიჩნდებიან ახალი თანამოაზრეები, რომლებიც ახალ საქმიანობაში ჩაგრთავენ. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევთ.