5 ქალური ნაკლი, რაც მამაკაცებს ძალიან მოსწონთ

5 ქალური ნაკლი, რაც მამაკაცებს ძალიან მოსწონთ

ქალებს, რომლებიც საუკეთესო ცოლის სახელის დამსახურებას ცდილობენ, ხშირად ავიწყდებათ, რომ უნაკლო არავინაა. მზესაც კი ლაქა აქვს, თუმცა ამის გამო მისი მცხუნვარება არ კლებულობს. ბევრი თვისება, რომლებსაც ქალები თავიანთ ნაკლად თვლიან, სინამდვილეში ქმრებს ძალიან მოსწონთ. უფრო სწორად, ამ თვისებებით ქალი უფრო მომხიბვლელი ეჩვენებათ. ნაკლის გამოსწორებაზე ფიქრს, ჯობია მოდუნდეთ და ისწავლოთ ამ წვრილმანი "ცოდვებით" თავის განებივრება.

გონივრული სიზარმაცე

ტახტზე წამოკოტრიალებული ქმარი ტელევიზორის პულტით ხელში, რომელიც დაგვა-დასუფთავებით დაკავებულ ცოლს ეძახის, ცოტა გაიწიე, ნუ მეფარებიო. ეს ძალიან ნაცნობი სცენაა. იქნებ ამ დროს სცადოთ და ტელევიზორის წინ, ქმრის გვერდით თქვენც მოკალათდეთ. თუნდაც ნახევარი საათით. ამის გამო თქვენს სახლს მტვერი არ წაიღებს, სამაგიეროდ უფრო ასიამოვნებთ ქმარს და მის თვალში ქალური მომხიბვლელობის კიდევ ერთ "ქულას" შეიძენთ.

ცოტა მოუწესრიგებელი

ქალი აკურატული უნდა იყოს - ამას ბავშვობიდან გვინერგავენ. მედიასაშუალებებით გაპიარებული ლამაზმანები შთაგვაგონებენ, რომ შინაურ ატმოსფეროშიც კი იდეალურად უნდა გამოვიყურებოდეთ. სხვათა შორის, ხშირად ეს იდეალურობა იწვევს გაუცხოებას ცოლსა და ქმარს შორის. ცოლი, რომელიც სახლში სადად და ბუნებრივად გამოიყურება, მამაკაცს უფრო ეროტიკულად ეჩვენება.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს