"იქნება ერთგვარი ავტონომიური რობოტი, რომელიც თავად წაგიყვანს იქ, სადაც დაგჭირდება!"
საზღვარგარეთ გაცილებით უკეთ იცნობენ, ვიდრე სამშობლოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი Mahindra Bee ტურინის საავტომობილო მუზეუმშია გამოფენილი - ბოლო 25 წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის. Bee-ს გარდა, გაკეთებული აქვს Hirundo C-ს, Ferrari Quattroporte-ს, Maserati Borა-ს, Alfa Romeo 6C-ს, Jaguar E-Type-ს, Lamborghini Concept-ის დიზაინი... 25 წლის ქართველი ავტოდიზაინერი ალექსანდრე იმნაძე ამჟამად ტურინში ცხოვრობს და Alfa Romeo-ში მუშაობს. ავტომანქანების დიზაინთან ერთად, კომპიუტერულ თამაშებსა და კოსმოსურ გმირებსაც ქმნის, მომავალში კი საქართველოში დაბრუნებას და... პოლიტიკოსობას აპირებს!
- პატარა ვიყავი, მშობლები რომ გარდაიცვალნენ და დეიდამ გამზარდა... მანქანებისა და რობოტების ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ვფიქრობ, ეს ჯორჯ ლუკასის„"ვარსკლავური ომების" ზეგავლენის ბრალიც არის. სკოლის შემდეგ (თბილისის მე-19 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი), ინტერნეტკაფეში გავრბოდი ხოლმე F1-ისა და Counter Strike-ს სათამაშოდ. 16 წლისამ 3D max შევისწავლე, მოგვიანებით კი Autocad/Archicad-ში მუშაობაც დავიწყე. გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთ კლიენტს ჩემი ნამუშევრები მოეწონა და 3D დიზაინერად და ვიზუალიზატორად მუშაობა შემომთავაზა სახელგანთქმული იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტ Delisi Shopping Center-ზე. დაუფიქრებლად დავთანხმდი!
- იტალიაში როგორ მოხვდით?
- 17 წლისამ თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება. თუმცა, საბოლოოდ, ქართულ-ევროპულ ჰუმანიტარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი, რადგან ეს უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტს უფასოდ გზავნიდა ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ უნივერსიტეტში. გამიმართლა და ორი კურსის შემდეგ, სწავლა რომის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გავაგრძელე. რა გასაკვირია, სწორედ იტალიაში რომ განმიახლდა“ავტომანქანების სიყვარული, მე ხომ ავტოდიზაინის მექაში მოვხვდი - Pininfarina, Bertone, Alfa romeo, Maserati, Ferrari ჩემგან ერთ ნაბიჯზე იყო...
იხილეთ გაგრძელება